...დგან მასზე განუწყვეტლივ ამბობდნენ, რომ სამსჯავრო პაექრობაში დგება, ეს აზრი უგრძნობელთა შორისაც მკვიდრდებოდა. რადგან ზოგიერთი იუდეველიც ამბობდა: „ვიმარხეთ და არა იხილე“ (); და: „ყოველი მოქმედი ბოროტთაჲ კეთილ წინაშე უფლისა“ (); და: „აღეშენებიან მოქმედნი უსჯულოთანი“ () და „ჩუენ ვჰნატრით უცხოთა“ (); და: „არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ“ (). ნეტარი იობიც, როდესაც იმ განსაცდელში ჩავარდა, ამას იუდეველთა მსგავსი განწყობით არ ამბობდა, არც რამე ამგვარს გულისხმობდა, ნუმც ყოფილა! თუმცა მაინც ამბობდა: „იყო ხოლო თუმცა ვინ შუამდგომელ და მამხილებელ და რომელმანცა ისმინა შორის ჩუენსა“ (). „განმაშორენ ჩემგან კუერთხი მისი და შიში მისი ნუ შემაძრწუნებნ მე“ (). სწორედ ამის გამო ეუბნება მას: **„მე გკითხვიდე და შენ მომიგებდ მე“*...
წინასწარმეტყველება მალაქიასი 2:17
16. არამედ უკუეთუ მომძულებელი განავლენ, - იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისაჲ, - და დაფაროს უთნოობაჲ გულისზრახვათა შენთა ზედა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და დაიცევით სულისა შორის თქუენისა და არდატევებულ იქმნეთ17. განმაძჳნებელნი უფლისანი, სიტყუათა მიერ თქუენთა და სთქუთ: რასათჳს განვაძჳნეთ? თქუმასა შორის თქუენსა: ყოველი მოქმედი ბოროტთაჲ კეთილ წინაშე უფლისა და მათ შორის სათნო იყო მან, და სადა არს ღმერთი სიმართლისაჲ?
წინასწარმეტყველება მალაქიასი თავი 2