...დელს ანგელოზიც უწოდოს და ღმერთიც: ხან ამბობს: „ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა და მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძჳრი“ (); ხან კი: „რამეთუ ბაგენი მღდელისანი დაიცვენ მეცნიერებასა და შჯული გამოიძიონ პირისაგან მისისა, რამეთუ ანგელოზი უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, არს“ (). ამიტომ, თუ ეს ასე უნდა მივიღოთ, ასე უნდა გავიგოთ: მღვდლებთან ერთად, მათი თანდასწრებით, შესაფერისი კეთილწყობილებით, როცა ისინი იწყებენ და წინ მიუძღვიან, მეც მივყვები, გავყვები და გიგალობებ შენ: „რომელმან ისმინენ ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი“ (). ხედავ დიდ მადლიერებას? ხედავ დაძაბულ ყურადღებას? ის ისე არ იქცევა, როგორც ზოგიერთი მოშვებული და მოდუნებული: მიღებამდე თითქოს მგზნებარენი არიან, მიღების შემდეგ კი ჩაცხრებიან; არამედ ეს კაცი მიღებამდეც დაჟინებულია და მიღების შემდეგაც განუწყვეტლივ მადლიერებაში რჩება. აქედან კი ჩანს, რომ იგი ხალასსა და საუკეთესო ლოცვას აღავლენდა, რადგან ღმერთმა შეისმინა....
წინასწარმეტყველება მალაქიასი 2:7
6. შჯული ჭეშმარიტებისაჲ იყო პირსა შინა მისსა და უსამართლოებაჲ არა იპოვა ბაგეთა შორის მისთა. მშჳდობაჲ წარმმართებელი ვიდოდა ჩემ თანა და მრავალნი მოვაქციენ უსამართლოებისაგან,7. რამეთუ ბაგენი მღდელისანი დაიცვენ მეცნიერებასა და შჯული გამოიძიონ პირისაგან მისისა, რამეთუ ანგელოზი უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, არს.8. ხოლო თქუენ მისდერკით გზისგან და უძლურ-ჰყვენით მრავალი შჯულსა შინა და განხრწენით აღთქმაჲ ლევისი, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,
წინასწარმეტყველება მალაქიასი თავი 2