...მაშ ამისთვის გამოგგზავნათ მოძღვრებად, მითხარი, რათა ჩვენ სიძვა და მრუშობა ვისწავლოთ, და ისიც, რომ მამასა და ძეს ერთი და იგივე სარეცელი უნდა ჰქონდეთ? და რას ამბობს ეზეკიელი? ამბობს: „არამედ არცა სამართალთაებრ წარმართთა, გარემოთა თქუენთაჲსა არა იქმოდეთ“ (). მაშ წარმართებზე უარესნი გამოგზავნა მოძღვრებად? მითხარი. ხოლო მათ სისხლიან მკვლელობებს ვინ აიტანდა? რადგან ძეები და ასულები დემონებს დაუკლეს და მათ წვავდნენ. ამას დავითიც აჩვენებს, როცა ამბობს: „და დაუკლნეს ძენი მათნი და სულნი მათნი ეშმაკთა“ (). მაშ ამისთვის გაგზავნა ისინი, რათა ადამიანთა ბუნებას ეს ესწავლა, რომ ძეთა და ასულთა დაკვლა საჭიროა?
არ გრცხვენიათ და არც სახეს იფარავთ, როცა ასეთ ბოდვებს თხზავთ? რადგან სხვაც ამბობს: „წყევა და სიცრუვე, კლვა და პარვა და სიძვა განფენილ არს და სისხლთა სისხლსა შერევენ“ (). სხვა კი ამბობს: **„შესახედავი მეძვ...