წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 5:11
10. ამისთჳს მამათა შეჭამნეს შვილნი მათნი შორის შენსა და შვილთა შეჭამნენ მამანი მათნი; და ვყუნე შენ შორის მშჯავრნი და განვსთესნე ყოველნი ნეშტნი შენნი ყოვლისა მიმართ ქარისა.11. ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, ნაცვლად რომელ სიწმიდეთა ჩემთა შეაგინებდი ყოველთა მიერ მოსაწყინელობათა შენთა და ყოველთა მიერ საძაგელებათა შენთა, მეცა განგიშორო შენ, არა ერიდოს თუალი ჩემი, და მე არ შევიწყალო.12. მესამედი შენი სიკუდილითა აღიჴოცოს და მესამედი შენი სიყმილითა მოესრულოს შორის შენსა; და მესამედი შენი მახჳლითა დაეცეს გარემოჲს შენსა; და მესამე შენი ყოველსა ქარსა, განვაბნინე იგინი და მახჳლი წარმოვაცალიერო შემდგომად მათსა.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 5