წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 5:12
11. ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, ნაცვლად რომელ სიწმიდეთა ჩემთა შეაგინებდი ყოველთა მიერ მოსაწყინელობათა შენთა და ყოველთა მიერ საძაგელებათა შენთა, მეცა განგიშორო შენ, არა ერიდოს თუალი ჩემი, და მე არ შევიწყალო.12. მესამედი შენი სიკუდილითა აღიჴოცოს და მესამედი შენი სიყმილითა მოესრულოს შორის შენსა; და მესამედი შენი მახჳლითა დაეცეს გარემოჲს შენსა; და მესამე შენი ყოველსა ქარსა, განვაბნინე იგინი და მახჳლი წარმოვაცალიერო შემდგომად მათსა.13. და სრულ იქმნეს გულისწყრომაჲ ჩემი და რისხვაჲ ჩემი მათ ზედა და ნუგეშინის-ვსცე და სცნა, ვითარმედ მე უფალი ვიტყოდე შურითა ჩემითა დასრულებასა შინა რისხვისა ჩემისასა მათ ზედა.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 5