მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 5:7

6. და ჰრქუა, შეცვალნა სამართალნი ჩემნი უშჯულოებად წარმართთაგან და შჯულიერნი ჩემნი სოფლებთაგან გარემოთა მისთა მით, რამეთუ სამართალნი ჩემნი განიშორნეს იგინი და შჯულთა ჩემთა შინა არა ვიდოდეს მათ შინა.7. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მიზეზისა წილ თქუენისა წარმართთაგან, გარემოთა თქვენთა, და შჯულიერთა ჩვმთა არა ხჳდოდეთ და სამართალთა ჩემთა არა ჰყოფდით, არამედ არცა სამართალთაებრ წარმართთა, გარემოთა თქუენთაჲსა არა იქმოდეთ.8. ამისთჳს იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა, და ვყო შენ შორის საშჯელი წინაშე წარმართთასა.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 5
7. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მიზეზისა წილ თქუენისა წარმართთაგან, გარემოთა თქვენთა, და შჯულიერთა ჩვმთა არა ხჳდოდეთ და სამართალთა ჩემთა არა ჰყოფდით, არამედ არცა სამართალთაებრ წარმართთა, გარემოთა თქუენთაჲსა არა იქმოდეთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ჯვრის ცოდვის სიმძიმე და სასჯელი:

...მაშ ამისთვის გამოგგზავნათ მოძღვრებად, მითხარი, რათა ჩვენ სიძვა და მრუშობა ვისწავლოთ, და ისიც, რომ მამასა და ძეს ერთი და იგივე სარეცელი უნდა ჰქონდეთ? და რას ამბობს ეზეკიელი? ამბობს: „არამედ არცა სამართალთაებრ წარმართთა, გარემოთა თქუენთაჲსა არა იქმოდეთ“ (). მაშ წარმართებზე უარესნი გამოგზავნა მოძღვრებად? მითხარი. ხოლო მათ სისხლიან მკვლელობებს ვინ აიტანდა? რადგან ძეები და ასულები დემონებს დაუკლეს და მათ წვავდნენ. ამას დავითიც აჩვენებს, როცა ამბობს: „და დაუკლნეს ძენი მათნი და სულნი მათნი ეშმაკთა“ (). მაშ ამისთვის გაგზავნა ისინი, რათა ადამიანთა ბუნებას ეს ესწავლა, რომ ძეთა და ასულთა დაკვლა საჭიროა?

არ გრცხვენიათ და არც სახეს იფარავთ, როცა ასეთ ბოდვებს თხზავთ? რადგან სხვაც ამბობს: „წყევა და სიცრუვე, კლვა და პარვა და სიძვა განფენილ არს და სისხლთა სისხლსა შერევენ“ (). სხვა კი ამბობს: **„შესახედავი მეძვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოე მათა მიმართ, რომელნი იტყჳან, თუ შობასა კაცისასა ანუ ვარსკულავთა ქცევასა შეუდგან საქმენი სოფლისანი:

...აჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „დაუკლნეს ძენი და ასულნი მათნი ეშმაკთა“. და კუალად, ოდეს მორწმუნე უშჯულოთა მსგავსად ცოდვიდეს, უძჳრეს მათსა იტანჯოს, ვითარცა ეზეკიელ იტყჳს, ვითარმედ: „არცა თუ სამართლისაებრ წარმართთაჲსა ჰქმენ შენ და განამართლეო დაჲ შენი“. ; (16,55-57)

და კუალად, ოდეს სხუათა ზედა მოწევნულისა რისხვისაგან არა შე-შინდეს, ესეცა მიზეზ სატანჯველისა არს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა საშჯელისასა, ვიდრე თქუენ“.

იხილეა წესი განკითხვათა მისთაჲ? ვითარ მათვე ცოდვათა ზედა კაცად-კაცადისა განყოფილებით იქნების საშჯელი. რამეთუ ოდეს სულგრძელ გუექმნას, და ჩუენ არა შევიგონოთ, უმეტესისა სატანჯველისა ღირს ვართ, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „სიფიცხისაებრ შენისა და უნანელობისა იუნჯებ თავისა თჳსისა რისხვასა“.

აწ უკუე ესე ყოველი გულისხმა-ვყოთ და ნუ დავბრკოლდებით, ნუცა შევშფოთნებით ნურარას ზედ...

სრულად ნახვა