...გვანიშნებდა, როცა ამბობდა: „ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათრვამეტი წელი არს; არა ჯერ-იყოა განჴსნად საკრველთაგან მისთა“ ()? და ესაიაც ქრისტეს შესახებ ამბობს: „მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა“ (), შეკრულთ რომ ეუბნება: „საკრველთშინანი გამოვედით“ (). ამრიგად, ეს ბორკილები დაამსხვრია და არა მხოლოდ გახსნა; რადგან ის ამაზე მეტია. თუ ვინმეს სულიერი აზრითაც სურს ამის გაგება და იტყვის, რომ ეს ცოდვებისა და მთელი ძველი ადამიანის ბორკილებია, შესაფერის აზრს არ ასცდება. არსებობს კიდევ სხვა, უმშვენიერესი ბორკილიც, რომელსაც პავლე მუდამ ატარებდა და ამბობდა: „პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი“ (). და კვლავ: „რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ“ (). „შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა“ (...