მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 49:13

12. აჰა, ესენი შორით მოვლენ, ესენი ჩრდილოსაგან და ზღჳსა, ხოლო სხვანი ქუეყანისაგან სპარსთასა.13. იხარებდით ცანი და იშუებდით ქუეყანა, დამოადინეთ მთათა შუებაჲ და ბორცუთა სიმართლე, რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი, და მდაბალთა ერისა მისისათა ნუგეშინის-სცა.14. თქვა სიონმან: დამიტევა მე უფალმან და უფალმან დამივიწყა მე.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 49
13. იხარებდით ცანი და იშუებდით ქუეყანა, დამოადინეთ მთათა შუებაჲ და ბორცუთა სიმართლე, რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი, და მდაბალთა ერისა მისისათა ნუგეშინის-სცა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 148-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ზეცისა და ქმნილების საერთო ქება:

...ამასვე აკეთებს აქ მეფსალმუნეც: ორივე სამყაროს უხმობს, ზემოსა და ქვემოს, გრძნობადსა და გონებით საწვდომს. ესვე ჩანს წინასწარმეტყველ ესაიასთანაც, როცა ამბობს: „იხარებდით ცანი და იშუებდით ქუეყანა“, „რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი“ (). და თვითონ ეს მეფსალმუნეც კვლავ იმავეს აკეთებს, როცა ამბობს: „გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა“ (), „მთანი იმღერდეს, ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი, ვითარცა კრავნი ცხოვართანი“ (). და სხვაგანაც კვლავ ესაია ამბობს: „ღრუბელნი წთოდედ სიმართლესა“ (). რადგან წმინდანები, მარტოები, საკმარისნი არ არიან მეუფის ქებისთვის, ყველას იხმობენ, რათა გალობის თანამოზიარეებად მიიღონ. და ამას განსაკუთრებით ხშირად აკეთებს ეს მეფსალმუნე, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა“ ()...

სრულად ნახვა