...ი წელი არს; არა ჯერ-იყოა განჴსნად საკრველთაგან მისთა“** ()? და ესაიაც ქრისტეს შესახებ ამბობს: „მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა“ (), შეკრულთ რომ ეუბნება: „საკრველთშინანი გამოვედით“ (). ამრიგად, ეს ბორკილები დაამსხვრია და არა მხოლოდ გახსნა; რადგან ის ამაზე მეტია. თუ ვინმეს სულიერი აზრითაც სურს ამის გაგება და იტყვის, რომ ეს ცოდვებისა და მთელი ძველი ადამიანის ბორკილებია, შესაფერის აზრს არ ასცდება. არსებობს კიდევ სხვა, უმშვენიერესი ბორკილიც, რომელსაც პავლე მუდამ ატარებდა და ამბობდა: „პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი“ (). და კვლავ: „რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ“ (). „შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა“ (). ნახე, როგორ ზემოთაც, ქვემოთაც და ყველგა...
წინასწარმეტყველება ესაიასი 49:9
8. ესრეთ იტყჳს უფალი: ჟამსა შეწყნარებულსა შევისმინე შენი, და დღესა შინა მაცხოვარებისასა შეგეწიე შენ, და მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა, დაწყნარებად ქუეყანისა და დამჳდრებად სამკჳდრებელთა უშენთა.9. მეტყუელად წარმართთა საკრველთშინანი გამოვედით და ბნელისშინანი გამოჩნდით, შორის ყოველთა გზათა ძოვდენ და შორის ყოველთა ალაგთა საძოვარი მათი.10. არ მოემშიოს, არცა მოეწყუროს, არცა დასცნეს იგინი სიცხემან, არცა ავნოს მზემან, არამედ, რომელსა ეწყალიან იგინი, ნუგეშინის-სცემენ მათ. წყაროებისა მიმართ წყალთაჲსა მიიყვანნეს იგინი.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 49