...რადგან ჩვენდამი ზრუნვით იგი არა მხოლოდ მზრუნველი მეუფის, არამედ შვილთმოყვარე მამისა და მხურვალედ მოყვარული დედის ყოველ კეთილგანწყობასაც აღემატება. რადგან ამბობს: „ნუ დაივიწყოს დედაკაცმან ყრმისა თჳსისა, ანუ არ შეიწყალნეს ნაშობნი მუცლისა მისისანი“ ()? ხოლო „დაღათუ ესენიცა დაივიწყნეს დედაკაცმან, გარნა მე არ დაგივიწყო შენ, - იტყჳს უფალი, -“ (). მაშ, ეს ნათქვამი დამტკიცებამდეც სარწმუნოა, რადგან ღვთისაა; მაგრამ, მოდი, საქმეთაგანაც წარმოვადგინოთ ამის დასაბუთება.
ოდესღაც რებეკამ შვილს უბრძანა, კურთხევათა მოპარვის საქმეში ის როლი შეესრულებინა; ყოველი მხრიდან კარგად შემოსა, ძმის ნიღაბიც მოარგო და, როცა დაინახა, რომ ის ამგვარადაც ვერ ბედავდა, სურდა შვილისგან ყოველგვარი შიში მოეშორებინა და თქვა: „ჩემ ზედა იყავნ, შვილო, წყევაჲ იგი“ (). ეს ჭეშმარიტად დედის სიტყვაა, შვილის სიყვარულით ანთებული დედის სიტყვა....