...შჳდობისაჲთა?“** (). ხედავ, როგორ ეკუთვნის იგი სწავლებას? შეხედე, როგორ ეკუთვნის მეფობასაც. რადგან ესაია ამბობს: „და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოჴდეს“ (); დავითიც ამბობს: „საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა“ (). აქ კვერთხად ძალა უწოდა, რომლითაც მოწაფეები მსოფლიოს შემოურბენდნენ, ზნეებს ასწორებდნენ და ადამიანთა ბუნებას რაღაც უგუნური ბოროტებიდან გონიერ მდგომარეობამდე მიჰყავდათ. რადგან ამბობს: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“ ().
მოსესაც ჰქონდა კვერთხი, მაგრამ მან ღვთის მოქმედება მიიღო, რომლის მეშვეობითაც ყველაფერში მოქმედებდა. და იმ კვერთხმა მდინარეები გაჰყო, ამან კი მსოფლიოს უკეთურება გახეთქა. არც ის შეცდება, ვინც ჯვარსაც ძლიერების...