მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 11:4

3. სულმან შიშისა ღმრთისამან აღავსოს იგი. არა დიდებისაებრ საჯოს, არცა ზრახვისაებრ ამხილოს,4. არამედ საჯოს სიმართლისა მიერ მდაბლითა საშჯელითა და ამხილოს წარმართებულებით დიდებულთა ქვეყანისათა. და დასცეს ქვეყანა სიტყჳთა პირისა მისისათა და სულითა ბაგეთა მიერ მოაკუდინოს უთნოჲ.5. და იყვნენ სიმართლით მორტყმულ წელნი მისნი და ჭეშმარიტებით ცხებულ გუერდნი მისნი.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 11
4. არამედ საჯოს სიმართლისა მიერ მდაბლითა საშჯელითა და ამხილოს წარმართებულებით დიდებულთა ქვეყანისათა. და დასცეს ქვეყანა სიტყჳთა პირისა მისისათა და სულითა ბაგეთა მიერ მოაკუდინოს უთნოჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. განგებულების კურთხევა და წყევლის მოხსნა:

...სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა“** (). ხოლო ღვთაებას კბილები არა აქვს. და სხვა წინასწარმეტყველიც ამბობს: „დასცეს ქვეყანა სიტყჳთა პირისა მისისათა და სულითა ბაგეთა მიერ მოაკუდინოს უთნოჲ“ (), იგივე აზრს პავლეც გამოთქვამს, როდესაც ამბობს: „რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა“ (). ამიტომ, რათა ამ სიტყვების მოსმენისას შენ მდაბალ აზრში არ ჩავარდე, იგი ღვთაების ძალას გიჩვენებს. რადგან არც ხორცს განყოფს ღვთაებისგან და არც ღვთაებას ხორცისგან; არსებებს კი არ აღრევს, ნუ იყოფინ, არამედ შეერთებას აჩვენებს. ამიტომ ამბობს: „ამისთჳს გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე“ ().

რა სახისაა ეს კურთხევა? ანგელოზები, მთავარანგელოზები, საყდარნი, უფლებანი, მთავრობანი და ხელმწიფებან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ჰეროდე მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა“ (2,3).:

...(ფსალმ. 44,8) და ესაია ღაღადებს: „შჯიდეს სიმართლისა სასჯელითა და ამხილებდეს დიდებულთა ქუეყანისათა; და მოსრას ქუეყანაჲ სიტყჳთა პირისა მისისაჲთა და სულითა ბაგეთა მისთაჲთა აღჴოცოს უღმრთოჲ. და იყვნეს სიმართლითა მორტყმულ წელნი მისნი და ჭეშმარიტებითა მომტკიცებულ გუერდნი მისნი“. ამის სახისათჳს შეშფოთნეს ჰურიანი იგი ბოროტისმოყუარენი. ხოლო განიხილე წინაწარმეტყუელთა ჭეშმარიტებაჲ და ყოვლისავე წინაწარმეცნიერებაჲ სულისა მიერ წმიდისა, რამეთუ ესეცა უკეთური გულისსიტყუაჲ ჰურიათაჲ და შფოთი გულისა მათისაჲ შობისათჳს ქრისტესისა, და ვითარ ძნელად აღუჩნდა მათ, პირველითგანვე ცნო სულითა ესაია, ამისთჳსცა იტყოდა: „ინებონ, უკუეთუმცა იყვნეს ცეცხლით შემწუარ, რამეთუ ყრმაჲ იშვა ჩუენდა, და ძე მოგუეცა ჩუენ“.

ჯერ-იყო უბადრუკთა მათდა სიხარული ფრიადი, რამეთუ იშვა მათ შორის მეუფე იგი სახიერი და სპარსნი მოიყვანნა თაყუანის-ცემად მისა. და მისგან გულისჴმა-ყვესმცა და თქუეს, ვითარმედ: ყოველნი დამორჩილებად არიან ჩუენისა ამის მეუფისა, და არღარა მაქუნდეს შიში ტყუეობისაჲ, არამედ ჩუენ ვიყვნეთ უფალ სხუათა წარმართთა; რამეთუ უკუეთუ აწ ოდენ შობილისა ამისგან ესრეთ ძრწიან, უკუეთუ აღიზარდოს, მაშინ უმ...

სრულად ნახვა