...ა ესაიაც, როცა ამბობდა: „და განისვენოს მის ზედა სულმან ღმრთისამან, სულმან სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა, სულმან განზრახვისა ძლიერებისა, სულმან მეცნიერებისა და ღმრთისმსახურებისა“ (). „სულმან შიშისა ღმრთისამან აღავსოს იგი“ (). მაგრამ იქ მთელი მადლია, ადამიანებზე კი მხოლოდ მცირე რამ და წვეთი იმ მადლისაგან. ამიტომ არ თქვა: „სულს მივცემ“, არამედ: „მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორცსა“ ().
3. სულის მადლი და ქრისტეს სიტყვათა ძალა
და ეს მართლაც აღსრულდა. რადგან მთელმა ქვეყნიერებამ იმ სულისაგან მიიღო მადლი. რადგან ნიჭი პალესტინიდან დაიწყო, შემდეგ კი გავრცელდა ეგვიპტეში, ფინიკიაში, სირიელთა ქვეყანაში, კილიკიელთა მხარეში, ევფრატამდე, შუამდინარეთში, კაპადოკიელთა, გალატელთა, სკვითთა და თრაკიელთა მხარეებში, ელადაში, გალიაში, იტალიაში, მთელ ლიბიაში, ევროპაში, აზიაში და თვით ოკეანემდე....