მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 11:8

7. და ჴარი დათჳსა თანა ძოვდენ, და თანად იყვნენ ყრმანი მათნი. ლომი, ვითარცა ჴარი, ბზესა ჭამდეს.8. და ყრმამან მცირემან ჴურელსა ზედა ასპიტისასა და საწოლსა ზედა ნაშობთა ასპიტისათა ჴელი დასდვას9. და არარაჲ ძვირი უყონ, არცა არ შეუძლონ წარწყმედად ვერცა ერთისა მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, რამეთუ აღივსო თანა ყოველი ქვეყანაჲ მეცნიერებითა უფლისათა, ვითარცა წყალმან მრავალმან და-რაჲ-ფარნის ზღუანი.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 11
8. და ყრმამან მცირემან ჴურელსა ზედა ასპიტისასა და საწოლსა ზედა ნაშობთა ასპიტისათა ჴელი დასდვას

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ხოლო აწ დაითრგუნა, და მო-თუ-ვიდეს ბრძოლად, ესმის: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო“, და მეყსეულად უჩინო იქმნების, და შეჰმუსრავს მას ღმერთი ფერჴთა ქუეშე ჩუენთა.

და ესოდენ შეურაცხ არს, ვიდრეღა „ყრმამან მცირემანო ჴურელსა ასპიტისასა ჴელი დასდვას და არაჲ ევნოს“, თქუა ესაია.

და ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ბერნი და ყრმანი დასთრგუნვენ გულისთქუმათა მათ და ბრძოლათა მტერისათა, რომლითა ოდესმე ყოველნი დაემორჩილნეს; და ჩჩჳლნი პირველ ჰასაკად მოსლვისაცა სრულსა სიწმინდესა წარჰმართებენ და ქალწულებით აღასრულებენ დღეთა თჳსთა და ყოველთავე ცოდვისა გემოთა აღმოიფხურიან გულისაგან.

და მრავალთა საწერტელი ეშმაკისაჲ დათრგუნეს და სიკუდილი შეურაცხ-ყვეს და ცხორებაჲ უგულებელს-ყვეს და გჳრგჳნი წამებისაჲ მიიღეს და ჰბაძვიდეს სიკუდილსა მას უფლისასა.

სხუათა საწუთროჲ დაუტევეს და მოქალაქობაჲ ზეცისაჲ მოიგეს ჴორც-თა შინა და განკიცხეს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ. ესევითარნი კეთილნი იქმნეს ჯუარ-ცუმითა უფლისაჲთა.

ხოლო გზაჲ იგი სამოთხისაჲ, რომელი პირველ ცოდვისა მიერ ჩუენისა დაჴშულ იყო, აწ განღებულ არს, რომელთაცა ენებოს შესლვაჲ, ვითარცა წამებს პავლე, რომელი ჴორცითავე მუნ მიიტაცა და ზეცად აღიტაცა....

სრულად ნახვა