...## 5. შინაურთა სულიერი წინამძღვრობა და მოვლა
არც უსაფუძვლოდ და არც უბრალოდ უბრძანებს პავლე მონებს გამუდმებით, რომ სათნოებაში იწვრთნებოდნენ და ბატონების მორჩილნი იყვნენ. იგი იმდენად ბატონთა მომსახურებაზე კი არ ზრუნავს, რამდენადაც იმაზე, რომ „არა სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ იგმობვოდის“ () და მოძღვრებაც არ იგმობოდეს; ხოლო როცა არ იგმობა, მალე აღტაცებასაც გამოიწვევს. ვიცი მრავალი სახლი, რომლებმაც მონათა სათნოებით დიდი სარგებლობა მიიღეს. თუ მსახურს, რომელიც ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, შეეძლებოდა ბატონის წესზე მოყვანა, მით უფრო მეტად შეეძლებოდა ბატონს მსახურების წესზე მოყვანა. ჩემთან ერთად გაინაწილეთ, გთხოვთ, ეს მსახურება. მე ყველას ერთად მივმართავ; თქვენ კი თითოეულს ცალკე მიმართეთ, და ყოველმა თქვენგანმა მოყვასთა ცხონება იკისროს. იმის დასტურად, რომ სახლის უფროსებს ამ საქმეებში შინაურების წინამძღვრობა მართებთ, მოისმინე, სად გზავნის პავლე ქალებს: ამბობს, „ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ“ (...