მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ტიტეს მიმართ 2:11

10. ნუ მომხუეჭელ, არამედ ყოველსავე სარწმუნოებასა აჩუენებედ კეთილსა, რაჲთა მოძღურებაჲ იგი მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისაჲ შეამკონ ყოვლითა.11. რამეთუ გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა12. სამოძღურებელად ჩუენდა, რაჲთა უარ-ვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულის თქუმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხოვნდებოდით ამას სოფელსა
ტიტეს მიმართ თავი 2
11. რამეთუ გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ჰკითხვიდეს მას მოწაფენი და ეტყოდეს: ვი-თარ იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?“ (17,10).:

...-თა იტყჳან ქრისტესთა: ამას, აწ აღსრულებულსა, და მეორესა მას დიდებით მოსლვასა, ვითარცა-იგი პავლე მოციქული ქადაგებს და იტყჳს: „გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა, სამოძღურებელად ჩუენდა, რაჲთა უარ-ვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულისთქუმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთისმსახურებით ვცხონდებოდით“. აჰა ესერა ესე სიტყუანი პირველისა ამის ქრისტეს მოსლვისათჳს წარმოთქუნა. ისმინე, ვითარ მეორესა მასცა მოასწავებს; რამეთუ ზემოწერილნი რაჲ სიტყუანი წარმოთქუნა, მეყსეულად შესძინა და თქუა: „რაჲთა მოველოდითო ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებით დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესა“. ეგრეთვე წინაჲსწარმეტყუელნი ორსავე მოსლვასა უფლისასა ქადაგებენ, ხოლო მეორედ მოსლვისა წინამორბედად ელიას იტყჳან ყოფად. რამეთუ პირველისა ამის იოვანე იქმნა წინამორბედ, რომელსაცა ქრისტე ელიად უწესს. არა თუ ელია იყო იგი და ამისთჳს ელიად უწესს, არამედ რომელ მისსავე მსახურებასა აღასრულებდა. რამეთუ ვითარცა იგი წინამორბედ ყოფად არს მეორედ მოსლვისა, ეგრეთვე იოვანე წინამორბედ იქმნა პირველისა.

გარნა უშჯულონი იგი მწიგნობარნი და ფარისეველნი ქადაგებასა მას წინაჲსწარმეტყუელთასა ორთა მათ ქრისტეს მოსლვათათჳ...

სრულად ნახვა