...ედ უფრო მეტადაც განკვირდება შენით. ამიტომაც დასძენს და ამბობს: „არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა" (), „ყოვლისათჳსვე თავსა შენსა სახედ მისცემდი კეთილთა საქმეთა" (). ესე იგი, თვითონ იყავი ცხოვრების პირველსახე, ვითარცა წინ დადებული ხატი, ვითარცა ცოცხალი სჯული, ვითარცა კეთილცხოვრების წესი და საზღვარი. რამეთუ მოძღვარი სწორედ ასეთი უნდა იყოს.
„სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა" (), ანუ სიტყვით ისე, რომ ადვილადაც მეტყველებდეს; ცხოვრებით, სიყვარულით, რწმენით, მართებული სიწმიდითა და თავშეკავებით; „ვიდრემდე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა" (). ტიმოთეს უბრძანებს, რომ კითხვას ყურადღება მიაქციოს. ყველამ მოვისმინოთ და ვისწავლოთ, რომ საღმრთო წერილთა შესწავ...