მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:43

42. არამედ გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა გაქუს თავთა შინა თქუენთა.43. მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ.44. ვითარ უკუე ჴელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
43. მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარეთ მე. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ“ (5,43).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ყოვლით კერძო ისწრაფა, რაჲთა მიზეზი მოუწყჳდოს? და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მამამან მომავლინა“, რაჲთა არღარა აქუნდეს სიტყუაჲ. ხოლო ვის იტყჳს, თუ: „თჳსითა სახელითა მოვიდეს“? ანტესა მოასწავებს აქა და გამოაჩინებს გარდამატებულსა მათსა უგულისხმოებასა. რამეთუ უკუეთუმცა ღმრთისა სიყუარულისათჳს მდევნიდით, არა უფროჲსად ანტისა ჯერ-იყოა დევნაჲ? რამეთუ მან ესევითარი არარაჲ თქუას, არცა თუ მამისა მიერ მოვლინებაჲ, არამედ ყოველი წინააღმდგომი, და მძლავრებით მისა მიიტაცებდეს და ყოვლითურთ ღმრთად იტყოდის თავსა თჳსსა. რამეთუ ესე არს სახელი-თა თჳსითა მოსლვაჲ. ხოლო მე არა ესრეთ, არამედ სახელითა მამისაჲთა მოვედ. და ვინაჲთგან რომელი იტყოდა ღმრთისა მიერ მოვლინებულად, არა შეიწყნარეს, ხოლო რომელსა ეგულების სახელითა თჳსითა მოსლვაჲ და თქუმაჲ, ვითარმედ: მე ვარ ღმერთი, მისი ეგულების თაყუანის-ცემაჲ, ესე სასწაული არს, ვითარმედ შურითა და სიძულილითა ღმრთისაჲთა სდევნიდეს მას. ამისთჳს ესე ორნი მიზეზნი დასხნა სიტყუათა თჳსთანი: ერთად, მათი ცხორებაჲ, „რაჲთა თქუენ სცხოვნდეთო“, და „რაჲთა ცხორებაჲ გაქუნდეს“. და ვინაჲთგან ეგულებოდა მისი კიცხევაჲ,...

სრულად ნახვა
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...დაბ 49:10), და მისი მოსვლის ჟამებს ზედმიწევნით დაკვირვებოდნენ, ქრისტესგან ჩამოცილებულნი ანტიქრისტეს არ ჩაუვარდებოდნენ; სწორედ ამას მიანიშნებდა თვით ქრისტეც, როცა მათ უთხრა: „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ“ (). ხედავ, რაოდენი დაცემა წარმოიშვა დროების უცოდინარობისგან? მაშ, ნუ უგულებელყოფ ამხელა სარგებელს. რადგან როგორც საზღვრები და სვეტები მინდვრებში წილებს ერთმანეთში არევას არ ანებებენ, ასევე დროები და ჟამები მოვლენებს ერთმანეთში შერევას არ ანებებენ; არამედ ერთმანეთისგან გამოყოფენ, თითოეულს შესაფერის წესრიგში აყენებენ და დიდ არეულობას გვაშორებენ.

მაშ, მართებული იქნებოდა, თქვენთვის გვეთქვა, ვინ იყო ეს ოზია, როდის იმეფა, ვისზე იმეფა, რამდენ ხანს გაგრძელდა მისი ხელმწიფება და როგორ დაასრულა ცხოვრება; მაგრამ უფრო მართებულია, ამიერიდან დავდუმდეთ. რადგან მაშინ სიტყვა უსასრულო ისტორიათა ზღვაში უნდა გავუშვათ. ხოლო ვი...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ყოველთა ცხონება და ერთი შუამდგომელი:

...ვნება მოწმობაა, ამბობს. რამეთუ მამის ჭეშმარიტების დასამოწმებლად მოვიდა, ამბობს, და დაიკლა. ამიტომ არა მხოლოდ მამა ამოწმებს მას, არამედ თვითონაც ამოწმებს მამას. „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა“ (), ამბობს; და კვლავ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (); და კვლავ: „რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“ (); და კვლავ: „სულ არს ღმერთი“ (). მაშ, სიკვდილამდე იმოწმა. ხოლო „ჟამთა თჳსთა“ (), ეს ნიშნავს: შესაბამის ჟამს. „რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად, - ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი, - მოძღუარი წარმართთაჲ სარწმუნოებითა და ჭეშმარიტებითა“ ().

3. ქრისტეს საჴსარი და ანგარების საკრველნი

რადგან ქრისტემ წარმართთათ...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. შემაკავებელი ძალა და ანტიქრისტეს საცთური:

...რ ერწმუნები, მით უფრო არ უნდა ერწმუნო ანტიქრისტეს; ვინაიდან ქრისტე ამბობდა, რომ მამისაგან არის მოვლენილი, ხოლო ანტიქრისტე — საპირისპიროს. ამიტომ ამბობდა ქრისტე: „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ." (). „მაგრამ ნიშნები ვიხილეთო", — იტყვის . მაგრამ ქრისტეს დროსაც ბევრი და დიდი აღსრულდა. მაშასადამე, მით უფრო ქრისტეს უნდა გერწმუნათ. თუმცა ანტიქრისტეს შესახებ ბევრი წინასწარ ითქვა: რომ ურჯულოა, რომ წარწყმედის ძეა, რომ მისი მოსვლა ეშმაკის შეწევნით ხდება; ქრისტეს შესახებ კი — საპირისპირო: რომ მაცხოვარია და ურიცხვ სიკეთეს გვიძღვნის. „რამეთუ ვინაჲთგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაჲთამცა ცხონდეს იგინი, ამისათჳს მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაჲ, რაჲთა ჰრწმენეს მათ ტყუვილისაჲ" ()....

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ცრუ ცნობები უფლის მოსვლის შესახებ:

..., არამედ ყველგან ბრწყინვალე; მაუწყებელი არ სჭირდება — ისეთი ბრწყინვალეა, როგორც ელვასაც არ სჭირდება მაუწყებელი. ანტიქრისტეს შესახებაც სადღაც თქვა, როცა ამბობდა: „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ." (). ერთმანეთზე მიყოლილ და გამოუთქმელ უბედურებებსაც ამის საბუთად ასახელებდა; ასევე იმასაც, რომ „ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი" (). მაშინ თესალონიკელნი ამაზე იბნეოდნენ, ხოლო ჩვენთვის მათი დაბნეულობა სასარგებლო გახდა; რადგან ეს არა მხოლოდ მათთვის, არამედ ჩვენთვისაც სასარგებლოა, რათა ბავშვური ზღაპრებისა და დედაბრული ბოდვებისგან გავთავისუფლდეთ.

ნუთუ ხშირად არ გსმენიათ, როცა ბავშვები იყავით, როგორ ამბობდნენ ზოგიერნი ბევრს ანტიქრისტეს სახელის შესახებ და მუხლების მოდრეკის შესახებ? როცა ჩვენი გონება ჯერ კიდევ ნორჩია, ეშმაკი ამას ჩვენში თესავს, რათა ეს შეხედულება ჩვენთან ერთად გაიზარდოს და ჩვენი შეცდენა შეძლოს....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიხილეთ და არა გრწამს“ (6,36).:

...ის სიტყჳსასა. ამისთჳს ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიხილეთ და არა გრწამს“ (6,36).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ხილვად უწოდა, ერთად, სასწაულთა მათ, რომელნი ქმნნა წინაშე მათსა, და მეორედ, წამებასა მას წერილთასა, რამეთუ იგინი არიანო, რომელნი წამებენ ჩემთჳს, და ვითარმედ: „მოვედ სახელითა მამისაჲთა, და არა შემიწყნარებთ მე“. „ვითარ შეუძლოთ რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ?“

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“ (6,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ ყოველსავე იქმს ცხოვნებად მათა, რამეთუ ამისთჳს შესძინა ესე სიტყუაჲ, რაჲთა არა შეირაცხოს ამაოჲსა მეტყუელად. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ იგი, რომელსა იტყჳს, თუ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს“, და ვითარმედ: „აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“? (შდრ. იოან. 6, 39,40,44,54) რამეთუ რაჲსათჳს ზოგადსა მას ყოველთა აღდგომასა, რომელსა უშჯულონიცა მიიღებენ, ვითარცა დიდსა რასმე ნიჭსა, აჴსენებს მიცემად მორწმუნეთა მისთა? ამისთჳს, რამეთუ არა ესრეთ ლიტონსა აღდგომასა აჴსენებს, არამედ ესევითარსა აღდგომასა. რამეთუ პირველ თქუა, ვითარმედ: „არა განვაძო იგი“, და...

სრულად ნახვა