...მათ 5:19). ამრიგად, შენს ცხოვრებას ჰქონდეს ბრწყინვალე ხმა, რომელიც ამას ასწავლის; და თუნდაც პირი დახშო, საყვირზე ბრწყინვალედ აჟღერდები როგორც ახლომყოფთათვის, ისე შორეულთათვის. ასევე „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა“ (). მას არც პირი აქვს, არც ენას ამოძრავებს და არც ქვემოდან სუნთქვას გამოსცემს, არამედ ხილული მშვენიერებით მჭვრეტელს შემოქმედის საკვირველებამდე მიუძღვება. ამრიგად, რაც იქ, ცის შემთხვევაში, ხილული მშვენიერებაა, ის იყოს შენს სულში სათნოება.
თუ კი შებილწული ხარ, უთვალავი ბრალმდებელი გყავს და ყველაზე უწინ სინდისი, და მაინც მოძღვრის საყდრის დაკავებას ესწრაფვი, მაშინ, როცა ბოროტებას გაკიცხავ, სხვებზე მეტად საკუთარ თავს დასდებ ბრალს. „და აღიღებ აღთქმასა ჩემსა პირითა შენითა?“ (). კარგად თქვა: „პირითა შენითა“ ()....