...ირათ მსხვერპლი და მაღლობებზე დაეღვარათ შესაწირავი. ამიტომაც ტაძრის გარეთ სადმე მსხვერპლის შემწირველს მკვლელობის თანასწორად განიკითხავს და ამბობს: „კარად კარვისა საწამებელისა, არა მოიღოს იგი შესაწირავად ძღუნად ღმრთისა წინაშე კარავსა ღმრთისსა, სისხლად შეერაცხოს მას კაცსა“ (). ამის გამო ყოველმხრივ იქ, იმ ადგილას, კრებს მათ, რათა მოსმენით გონიერებას დაემორჩილონ და შემცდარ აზრს განეშორონ. ხოლო გალობას, ფსალმუნებასა და ქებასაც უბრძანებს, რადგან ღმერთისკენ აღვლენილი ქებანი მათთვის ღვთისმოსაობის საფუძვლებიც იყო: ისინი შეიცავდა ძველ მოთხრობებს — ეგვიპტეში მომხდარს, უდაბნოში მომხდარს, აღთქმის ქვეყანაში მომხდარს, რჯულის შესახებ თქმულს, სინას მთაზე მომხდარსა და ომების ამბებს; და ეს ერთი და იგივე საქმე ერთდროულად ღმერთისადმი ქებაც ხდებოდა, მგალობლებისთვის სწავლების საფუძველიც, ცხოვრების მომწესრიგებელიც და დოგმატთა სიზუსტისკენ წინამძღოლიც. „აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი;“ ().
სხვა ამბობს: **„რამეთუ სა...