მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლევიტელთა 17:4

3. და ჰრქუა: კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან და მწირმან მან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, რომელმან დაკლას ზუარაკი, გინა ცხოვარი, ანუ თუ თხაჲ ბანაკსა შინა და რომელმან დაკლას გარეშე ბანაკსა.4. და კარად კარვისა საწამებელისა არა მოიღოს ყოფად მისა მსხუერპლად ცხორებისა, უფლისა სათნოდ სულად სულნელად და დაკლას გარეშე ბანაკსა და კარად კარვისა საწამებელისა, არა მოიღოს იგი შესაწირავად ძღუნად ღმრთისა წინაშე კარავსა ღმრთისსა, სისხლად შეერაცხოს მას კაცსა, იგი სისხლი დასთხია მან, მოისპოს სული იგი ერისაგან მისისა.5. არამედ რათა მოიღოდიან ძეთა ისრაჱლისათა მსხუერპლები მათი, რაოდენი-რაჲ დაკლან ველსა ზედა, მოიღედ იგი ღმრთისა კარად კარვისა საწამებელისა მღდელისა მის და შეწიროს იგი მსხუერპლად ცხორებისა წინაშე ღმრთისა.
ლევიტელთა თავი 17
4. და კარად კარვისა საწამებელისა არა მოიღოს ყოფად მისა მსხუერპლად ცხორებისა, უფლისა სათნოდ სულად სულნელად და დაკლას გარეშე ბანაკსა და კარად კარვისა საწამებელისა, არა მოიღოს იგი შესაწირავად ძღუნად ღმრთისა წინაშე კარავსა ღმრთისსა, სისხლად შეერაცხოს მას კაცსა, იგი სისხლი დასთხია მან, მოისპოს სული იგი ერისაგან მისისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 134-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ქების მსხვერპლი და ღვთის რჩეული ერი:

...ირათ მსხვერპლი და მაღლობებზე დაეღვარათ შესაწირავი. ამიტომაც ტაძრის გარეთ სადმე მსხვერპლის შემწირველს მკვლელობის თანასწორად განიკითხავს და ამბობს: „კარად კარვისა საწამებელისა, არა მოიღოს იგი შესაწირავად ძღუნად ღმრთისა წინაშე კარავსა ღმრთისსა, სისხლად შეერაცხოს მას კაცსა“ (). ამის გამო ყოველმხრივ იქ, იმ ადგილას, კრებს მათ, რათა მოსმენით გონიერებას დაემორჩილონ და შემცდარ აზრს განეშორონ. ხოლო გალობას, ფსალმუნებასა და ქებასაც უბრძანებს, რადგან ღმერთისკენ აღვლენილი ქებანი მათთვის ღვთისმოსაობის საფუძვლებიც იყო: ისინი შეიცავდა ძველ მოთხრობებს — ეგვიპტეში მომხდარს, უდაბნოში მომხდარს, აღთქმის ქვეყანაში მომხდარს, რჯულის შესახებ თქმულს, სინას მთაზე მომხდარსა და ომების ამბებს; და ეს ერთი და იგივე საქმე ერთდროულად ღმერთისადმი ქებაც ხდებოდა, მგალობლებისთვის სწავლების საფუძველიც, ცხოვრების მომწესრიგებელიც და დოგმატთა სიზუსტისკენ წინამძღოლიც. „აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი;“ ().

სხვა ამბობს: **„რამეთუ სა...

სრულად ნახვა