...8. ბოროტი გზის საცთური და თვითქება
სხვაგანაც კიდევ ერთი ბრძენი კაცი ზარმაც, მოდუნებულ და უქმობით გახრწნილ ადამიანს ჭიანჭველებზეც უარესად წარმოაჩენს; შრომისმოყვარეობის სასწავლად მას ჭიანჭველასთან აგზავნის და ეუბნება: „იქმენ, ვითარცა ჯინჭველი, ჵ, მცონარო, და ჰბაძევდ გზათა მისთა“ (). რადგან მას „ქუეყანაჲ არა უც, არცა მაწუეველი უვის და არცა უფლისა ვის ქუეშე არს, რომელმან განჰმზადის საზრდელი ზაფხულის და ფრიადი უნჯი შეიკრიბის კალოთა ზედა“ (). და კვლავ ფუტკართან მისვლას უბრძანებს: „ანუ მივედ ფუტკრისა და ისწავე, ვითარ-იგი მოქმედ არს და ნაშრომი იგი მისი ვითარ კეთილად ქმნის, რომლისა ნაშრომსა მეფენი და გლახაკნი სიცოცხლედ მიიღებენ“ (). სხვა კი ამბობს: „მსაჯულნი მისნი, ვითარცა მგელნი არაბიაჲსნი“ (). სხვა კი ამბობს: „გზათა ზედა დასჯდე მათ თანა, ვითარცა ყუავი მოოჴრებული მარტო“ (