მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 6:30

29. ეგრეთვე, რომელი შევიდეს დედაკაცისა თანა ქმრისცოლისა, არა განერეს ტანჯვასა ძჳრსა, ეგრეთვე არა უბრალო იყოს ყოველი, რომელი შეეხოს მას.30. არა საკჳრველ არს, უკუეთუ ვინმე დაეპყრას პარვასა, იპარავნ რაჲ, განიძღოს სული თჳსი მშიერი.31. უკუეთუ დაეპყრას, შჳდწილად იზღჳოს და შემდგომად ყოველი ნაყოფი მისცეს, რათა იჴსნეს სული თჳსი.
იგავთა თავი 6
30. არა საკჳრველ არს, უკუეთუ ვინმე დაეპყრას პარვასა, იპარავნ რაჲ, განიძღოს სული თჳსი მშიერი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
8. დაფარული ცოდვა და მოყვასის ზრუნვა:

...ფსალმ 49:18) — და ამით უფრო დიდზე გადადის. რადგან ის ამაზე ბევრად ნაკლებია. ამ ცოდვათა შედარებისას ერთმა ასე თქვა: „არა საკჳრველ არს, უკუეთუ ვინმე დაეპყრას პარვასა, იპარავნ რაჲ, განიძღოს სული თჳსი მშიერი“ (). თუ ესეც მიუტევებელია, მით უმეტეს მრუშობა. აქ კი სიძვას მრუშებას უწოდებს. ამიტომ, თუ შენთან ერთად კრებულში მყოფთაგან ვინმეს სიძვაში ხედავ და ხედავ, რომ საიდუმლოებებსაც უახლოვდება, უთხარი იმას, ვინც ამ საიდუმლოებათა განაწილებას ემსახურება: „ეს კაცი საიდუმლოებების ღირსი არ არის; შეაჩერე ბილწი ხელები.“ თუ ის ღმრთის სამართალთა გადმოცემის ღირსიც კი არ არის, იფიქრე, სადამდე მივა მისთვის სასჯელი, როცა წმინდა ტრაპეზსაც ეხება; და არა მხოლოდ მისთვის, არამედ მისი დამფარველისთვისაც.

რადგან არ უთქვამს: „შენც მრუშობდი“, არამედ: „მეძავსა თანა დასდვა ნაწილი შენი“ ()....

სრულად ნახვა