...ეწევა, ასე კვლავ იუდეველთა შეგონებაზე გადადის და ამბობს: „და აწ შენ, სახლო იაკობისაო, მოვედით და ვიდოდით ნათელსა უფლისასა“ (), ესე იგი, მის მცნებებში, მის სჯულში; რადგან ნათქვამია: „რამეთუ სანთელ არს მცნებაჲ სჯულისაჲ, ნათელი და ცხორებაჲ, მხილებაჲ და სწავლაჲ“ ()6; დავითიც კვლავ ამბობს: „მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა“ (); და კიდევ: „სანთელ არს ფერჴთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ-ალაგთა ჩემთა“ (). და ყველგან შეიძლება ნახოს ვინმემ, რომ სჯული ასე იწოდება. ასევე ამბობს პავლეც: „და ესავ თავსა შენსა წინამძღურად ბრმათა, ნათლად, რომელნი არიან ბნელსა შინა, მასწავლელად უგუნურთა“ (). რადგან მზის სხივები ისე არ წარუძღვებიან ჩვენი სხეულის თვალებს, როგორც სჯულის მცნებები ანათებენ სულის თვალებს.
იგავთა 6:23
22. რაჟამს ხჳდოდი, წარიხუენ იგინი, და შენ თანა იყუნენ და, რაჟამს გეძინოს, გცვიდენ შენ და რათა, რაჟამს აღსდგე, თანაგზრახვიდეს შენ,23. რამეთუ სანთელი - მცნებაჲ, ხოლო შჯული - ნათელი და გზაჲ ცხორებისა - მხილებაჲ და სწავლაჲ,24. რათა დაგიცვას შენ დედაკაცისაგან ქმრისცოლისა და ზრახვისაგან ენისა უცხოჲსა.
იგავთა თავი 6