...იც. ამიტომ პავლეც ამბობდა: „რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან?“ (). და სოლომონიც: „რამეთუ, რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის და ტანჯის, ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის“ (). „და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე“ ().
4. მარადიული სიმართლე და საკვირველებათა ხსოვნა
მგონია, ამას აქ ამბობს მათთვის, ვინც საცდურდება, როცა ზოგიერთებს მოულოდნელად მძიმე რამ შეემთხვევათ; თითქოს შეაგონებს მათ და ეუბნება: ნუ შეშფოთდები, როცა ხედავ ცილისწამებულ, შეურაცხყოფილ და დაუმსახურებლად ავად ვნებულ ადამიანებს; რადგან რჩება მიუკერძოებელი სამსჯავრო, რჩება შეურყვნელი განაჩენი, რომელიც თითოეულს ღირსებისამებრ მისცემს. მაგრამ თუ ამ განაჩენს ახლა ეძებ, ფრთხილად იყავი, პირველად საკუთარი თავის წინააღმდეგ არ გამოიტანო იგი. რადგან ღმერთს რომ თითოეული ცოდვისათვის სასჯელი მოეწია და თითოეული მცოდველისათვის სამართლიანი განაჩენი...