მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 3:12

11. შვილო, ნუ სულმოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა; ნუცა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა,12. რამეთუ, რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის და ტანჯის, ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის.13. ნეტარ არს კაცი, რომელმან პოვა სიბრძნე და მოკუდავმან, რომელმან იხილა გონიერებაჲ,
იგავთა თავი 3
12. რამეთუ, რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის და ტანჯის, ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ქმნილების ზნეობრივი სწავლება და მადლიერება:

...იც. ამიტომ პავლეც ამბობდა: „რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან?“ (). და სოლომონიც: „რამეთუ, რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის და ტანჯის, ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის“ (). „და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე“ ().

4. მარადიული სიმართლე და საკვირველებათა ხსოვნა

მგონია, ამას აქ ამბობს მათთვის, ვინც საცდურდება, როცა ზოგიერთებს მოულოდნელად მძიმე რამ შეემთხვევათ; თითქოს შეაგონებს მათ და ეუბნება: ნუ შეშფოთდები, როცა ხედავ ცილისწამებულ, შეურაცხყოფილ და დაუმსახურებლად ავად ვნებულ ადამიანებს; რადგან რჩება მიუკერძოებელი სამსჯავრო, რჩება შეურყვნელი განაჩენი, რომელიც თითოეულს ღირსებისამებრ მისცემს. მაგრამ თუ ამ განაჩენს ახლა ეძებ, ფრთხილად იყავი, პირველად საკუთარი თავის წინააღმდეგ არ გამოიტანო იგი. რადგან ღმერთს რომ თითოეული ცოდვისათვის სასჯელი მოეწია და თითოეული მცოდველისათვის სამართლიანი განაჩენი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იგ: რაჲთა არა პირსა მეტყუელთასა ვხედვიდეთ, არამედ სიტყუათა მათთა გულისჴმა-ვჰყოფდეთ; და სასუფეველისათჳს და სატანჯველთა მათთჳს მერმეთა:

...სოფლისასა, არამედ უფროჲსად ჭირი შევიყუაროთ სოფელსა ამას, რაჲთა მუნ ვპოოთ განსუენებაჲ, რამეთუ ღმერთიცა მრავალგზის ცხორებისათჳს ჩუენისა მოავლენს სოფელსა ამას ჭირსა რასმე, რაჲთა ღირსმყვნეს საუკუნესა მას განსუენებასა, ვითარცა წერილ არს: „რომელი უყუარნ ღმერთსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიყუარის“. აწ უკუე ოდეს შუებით და განსუენებით ვიყვნეთ, უფროჲსად მაშინ გუელმოდენ და ვძრწოდით, რამეთუ უკუეთუ თანამდებ ცოდვათა მრავალთა ვიყვნეთ და არარაჲ შეგუემთხჳოს ჭირი ანუ განსაცდელი სოფელსა ამას შინა, შიშისა ღირს არს ესე და ძრწოლისა ფრიადისა: ნუუკუე მერმესა მას კუალადგებასა დამარხულ არს ჩუენდა ნაცვალი ბოროტთა ჩუენთაჲ? რამეთუ ოდეს აქავე მცირედ რაჲმე მიგუეჴადოს სასჯელი, მუნ აღგჳსუბუქდების განმზადებული იგი მოსაგებელი ცოდვათა ჩუენთაჲ. ხოლო ოდეს ყოველსავე ზედა სულგრძელ გუექმნებოდის ღმერთი და ჩუენ უნანელობასა და ცოდვასა ზედა ვეგნეთ, დიდი სასჯელი დამარხულ არს ჩუენთჳს; რამეთუ უკუეთუ ღირსთა და სათნოთა ღმრთისათა დიდად სარგებელ ექმნებიან მწუხარებანი და ჭირნი, რავდენ უფროჲს ცოდვილთა სარგებელ ექმნენ? ხოლო ცოდვილისა კაცისაჲ უტანჯველად და განუწურთელად ყოფაჲ მერმეთა მათ სატანჯველთა მომატყუებელ არს.

იხილე ფარაო და ნაბუქოდონოსორ, ვითარ სულგრძელ ექმნა ღმე...

სრულად ნახვა