მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 3:34

33. წყევაჲ უფლისა სახლთა შინა უღმრთოთასა და საყოფელნი მართალთანი იკურთხნეს უფლისა მიერ.34. უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.35. დიდებაჲ ბრძენთა დაიმკჳდრონ, ხოლო უღმრთოთა აღამაღლეს გინებაჲ.
იგავთა თავი 3
34. უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„ვიხილე უფალი" — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...კმა ადამს? ის, რომ საკუთარ ბუნებაზე უფრო მაღალი წარმოდგენა შეექმნა და ღმერთთან გათანასწორების იმედი ჰქონოდა. „თუ ამან მე ზეციდან გამომაგდო, - ამბობს იგი, - მით უმეტეს, სწორედ ეს გამოაგდებს მას სამოთხიდან“. ამიტომ სოლომონიც ამბობდა: „ღმერთი ამპარტავანებს ეწინააღმდეგება“ (; ; ). მას არ უთქვამს, რომ ღმერთი ამპარტავნებს უშვებს, ტოვებს და საკუთარ შეწევნას აკლებს, არამედ ამბობს: „ეწინააღმდეგება“; არა იმიტომ, თითქოს მას ამპარტავნის წინააღმდეგ საბრძოლო წყობა და ბრძოლა სჭირდებოდეს. რა უნდა იყოს ამპარტავანზე უფრო სუსტი? რადგან როგორც თვალისჩინდაკარგული ყველას წინაშე დაუცველად დგას და ადვილად ზიანდება, ასევე ამპარტავანიც, რომელმაც უფალი არ იცის - რადგან ნათქვამია: „ამპარტავნების დასაწყისი უფლის არცოდნაა“ () - ადამიანებისთვისაც ადვილად დასაძლევია, რადგან იმ ნათლისგან ჩამოვარდა. ხოლო თუ იგი ძლიერი იქნებოდა, ღმერთს მის წინააღმდეგ საბრძოლო წყობა არ დასჭირდებო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლვ სიმშჳდისათჳს, და რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ ძლევად ვნებათა:

...ნანდჳლვე! უკუეთუ გუნებავს სულთა ჩუენთა განსუენებაჲ, სიმშჳდისა მის და სიმდაბლისა მისისა ბაძვაჲ თანაგუაც, რაჲთა აღმოვჰფხურათ ყოველი მრისხანებაჲ და ამპარტავანებაჲ სულთაგან ჩუენთა.

ისმინეთ, რასა იტყჳს წერილი ამათ ვნებათათჳს: „რისხვამან სიმარ-თლე არა ყვისო“; ; და კუალად - „უფალი ანპარტავანთა წინააღუდგების და მდაბალთა მისცემს მადლსა“.

მრავალგზის ამათ ვნებათათჳს მითქუამს თქუენისა სიყუარულისა მომართ, არამედ ნუ გეწყინების, რამეთუ უკუეთუ არა ზედაჲსზედა ვინ დასდებდეს წამალსა წყლულებათა ზედა, ერთითა გინა ორითა დადებითა ვერ განჰკურნებს. ჰე, თუმცა მრავალგზის დადებითა ვაჩუენეთ რაჲმე სარგებელი. და ნუცა საბრალობელ თქუენდა გიჩნნ ზედაჲსზედა სწავლაჲ; უკუე-თუმცა განწირულ იყვენით ჩემგან, არცაღამცა გასწავლიდი, არამედ ვესავ სარგებელ-ყოფად თქუენდა. ამისთჳს ვიტყჳ, რამეთუ ფრიად საწადელ არს ესე ჩემდა, რაჲთამცა არარაჲ იყო ჩუენ შორის სხუაჲ სიტყუაჲ, გარნა ვნებათა ჩუენთათჳს, თუ ვითარ მძლე ვექმნეთ.

არა ჰხედავთა მეფეთა, ვითარ მარადღე ბრძოლათათჳს იტყჳან და განიზრახვენ, თუ ვითარ-ძი ეწყვნენ, ვითარ-ძი ეუფლნენ მტერთა თჳსთა? და მჴედრობასა განაწესებენ და ერისთავთა დაადგენ...

სრულად ნახვა