...ღაცას მიანიშნებს, მაგრამ თვით სიტყვებიდან პირდაპირ ცხადი არ არის, არამედ შიგნით დაფარულ აზრს შეიცავს, როგორც სამსონის სიტყვები, როცა ამბობდა: „მჭამელისაგან გამოჴდა ჭამადი და ძლიერისგან გამოჴდა ტკბილი“ (); და სოლომონიც ამბობს: „ცნას იგავი და დაფარული სიტყუაჲ“ (). „იგავი“ მსგავსებასაც ეწოდება: „სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თჳსსა“ (). „იგავი“ ტროპოლოგიასაც ეწოდება: „ძეო კაცისაო, მიუთხარ მითხრობაჲ და თქუ იგავი სახლისა მიმართ ისრაჱლისა“ (). „არწივი დიდი, ქველნაბრდღუენი, ფრთადიდი“ (), ხოლო „არწივში“ მეფეს გულისხმობს. „იგავი“ ტიპსაც და ხატსაც ეწოდება, როგორც პავლეც აჩვენებს, როცა ამბობს: „სარწმუნოებით შეწირა აბრაჰამ ისაკი გამოცდასა მას და მხოლოდშობილსა მას შესწირვიდა, რომელმან აღთქუმაჲ იგი მოიღო“ (...