მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 1:9

8. ისმინე, შვილო, სწავლაჲ მამისა შენისაჲ, და ნუ განეშორები შჯულსა დედისა შენისასა,9. რამეთუ გჳრგჳნი მადლისა დაიდგა თავსა შენსა, და მანიაკი ოქროჲსაჲ ყელსა შენსა.10. შვილო, ნუსადა გაცთუნებენ შენ კაცნი უღმრთონი, ნუცა ინებებ სლვად გზათა მათთა.
იგავთა თავი 1
9. რამეთუ გჳრგჳნი მადლისა დაიდგა თავსა შენსა, და მანიაკი ოქროჲსაჲ ყელსა შენსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. მამამთავრის სათნოებანი და სათნოების დაუჭკნობელი გვირგვინი:

...ა, ხელს გვიწვდის, ჩვენთან ერთად იბრძვის და, თითქოს თავად ყოველი მხრიდან მტერს ამარცხებს, ჩვენს ხელში მოგვცემს, ყველაფერს აკეთებს და აწყობს ისე, რომ ჩვენ ბრძოლაში გავუძლოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ, ხოლო მან ჩვენს თავზე დაუჭკნობელი გვირგვინი დაგვადგას. „რამეთუ გჳრგჳნი მადლისა, — ნათქვამია, — დაიდგა თავსა შენსა" (). ოლიმპიურ შეჯიბრებებზე გამარჯვების შემდეგ მიღებული გვირგვინი სხვა არაფრისგან შედგებოდა, თუ არა დაფნის ფოთლებისგან, ტაშისა და ხალხის ყიჟინისგან, და ეს ყველაფერი, საღამო რომ დადგებოდა, ჭკნებოდა და ქრებოდა. სათნოებისა და მისთვის გაწეული შრომის გვირგვინი კი არ არის ხელშესახები, არ ირღვევა, როგორც ყველაფერი დანარჩენი ამ ქვეყნიერებაზე; ეს არის გვირგვინი უცვლელი, უკვდავი, ყველა საუკუნეთა განმავლობაში ხანგრძლივი. შრომა მხოლოდ მცირე ხნითაა, ხოლო შრომის საზღაური დასასრულს არ იცნობს, დროის ძალას ვერ ემორჩილება, არ ჭკნება. და, რომ ამაში დარწმუნდეთ, აი, შეხედეთ: რამდენი წელი და თაობა გავიდა მამამთავრის სიცოცხლიდან, და მაინც მისი სათნოების გვირგვინები ისე ბრწყინავს, თითქოს მხოლოდ გუშინ ან დღეს დაიწყო ბრწყინვა, და ქვეყნის აღსასრულამდე ის ყველა ღვთისმოსავი ადამიანის შესაგონებლად იქნება.

2. აბრაამის მიბაძვა და ღვთის განზრახვის გამოცხადება...

სრულად ნახვა