...ღაცას მიანიშნებს, მაგრამ თვით სიტყვებიდან პირდაპირ ცხადი არ არის, არამედ შიგნით დაფარულ აზრს შეიცავს, როგორც სამსონის სიტყვები, როცა ამბობდა: „მჭამელისაგან გამოჴდა ჭამადი და ძლიერისგან გამოჴდა ტკბილი“ (); და სოლომონიც ამბობს: „ცნას იგავი და დაფარული სიტყუაჲ“ (). „იგავი“ მსგავსებასაც ეწოდება: „სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თჳსსა“ (). „იგავი“ ტროპოლოგიასაც ეწოდება: „ძეო კაცისაო, მიუთხარ მითხრობაჲ და თქუ იგავი სახლისა მიმართ ისრაჱლისა“ (). „არწივი დიდი, ქველნაბრდღუენი, ფრთადიდი“ (), ხოლო „არწივში“ მეფეს გულისხმობს. „იგავი“ ტიპსაც და ხატსაც ეწოდება, როგორც პავლეც აჩვენებს, როცა ამბობს: „სარწმუნოებით შეწირა აბრაჰამ ისაკი გამოცდასა მას და მხოლოდშობილსა მას შესწირვიდა, რომელმან აღთქუმაჲ იგი მოიღო“ (...
იგავთა 1:6
5. რომელთა ესმეს ბრძენსა და უბრძნეს იყოს; მენავეთმოძღურობაჲ მოიპოოს, ხოლო მეცნიერმან მოღუაწებაჲ მოიპოოს,6. ცნას იგავი და დაფარული სიტყუაჲ, თქმული ბრძენთაჲ, და უწყებანი მათნი.7. და დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა. გულისჴმა კეთილ ყოველთა, რომელთა ყონ იგი, ხოლო კუალად მსახურებაჲ ღმრთისამიმართი, დასაბამ ცნობისა - სიბრძნე და სწავლულებაჲ უღმრთოთა შეურაცხ-ყვიან.
იგავთა თავი 1