...ტე, როცა ამბობდა: „რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ.“ (ლკ 17:10) თუმცა იგი იმ მონის იგავს ამბობდა, რომელსაც უმცირესი მსახურება ებრძანა: არა წამოწოლა, არამედ მოსვლა და მსახურება. სხვა ვინმეც ამბობს: „ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას“ ()2. აღუთქვი? შეასრულე, სიკვდილმა რომ არ მოგისწროს და არ შეგაწყვეტინოს.
და ეს ჩემთან რა შუაშია? ამბობს იგი: სიცოცხლე ხომ ჩემს ხელში არ იყო. სწორედ ამიტომ არ უნდა დაგეყოვნებინა: უნდა გეფიქრა წასვლის გაურკვევლობაზე და იმაზე, რომ არც სიცოცხლისა და არც აქედან გადასვლის განმგებელი არა ხარ. ამიტომ ის, რაც გამართლებად ჩანს, ბრალდებაა. რადგან აღთქმის შეუსრულებლობა უკვე სიკვდილის საქმე კი აღარ აღმოჩნდა, არამედ შენი დაყოვნებისა და გადადებისა....