..., რომელნი ერთმანეთს შეეწევიან“** ()1. და სხვაც, მის ძალას საიდუმლოდ მიანიშნებს და ამბობს: „უკეთუ დაწვნენ ორნი, განტფენ იგინი“ () და „საბელისმოდებული არა ადრე განსქდეს“ (). რადგან აქ სიამესაც და ძალასაც აჩვენებს და ცხადყოფს, რომ მშვიდად ყოფნისას დიდი იქნება სიამე, ხოლო მოქმედებისას დიდი იქნება ძალა.
და კვლავ: „ძმაჲ ძმისაჲ შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი“ (). და ქრისტეც ამბობს: „სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (). ამას თვით ბუნებაც მოითხოვს. ამიტომაც დასაბამიდან, როცა ღმერთი ადამიანს ქმნიდა, ამბობდა: „არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა“ (...