...ეს თავისთავად კეთილი და ის ბოროტი კი არ არის, არამედ შესაფერის ჟამს კეთილად იქცევა, თუნდაც მძიმე ჩანდეს, ხოლო როცა შესაფერისი ჟამი არ აქვს, მაშინ არა. იგი ამბობდა: „ჟამი ტირილისაჲ და ჟამი სიცილისაჲ“ (); და ასევე: „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“ ()6. რადგან სიხარული ყველგან როდია კეთილი; არის შემთხვევა, როცა საზიანოცაა. არც დამწუხრებაა ყველგან კეთილი; არის შემთხვევა, როცა სასიკვდილო და დამღუპველიცაა. და ამისვე საჩვენებლად პავლეც ამბობდა: „ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ სინანულისა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმნს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს“ ().
5.
ხედავ, რომ ესეც შუალედურთაგან არის? მაშასადამე, მისი საპირისპიროც შუალედურთაგან არის - სიხარულს ვგულისხმობ. ამიტომაც უბრალო სიხარული კი არ უბრძანა, არამედ: **„იხარეთ უფალში“...