მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეკლესიასტე 3:4

3. ჟამი არს მოკლვისაჲ და ჟამი განკურნებისაჲ, ჟამი დარღუევისაჲ და ჟამი აშენებისაჲ4. ჟამი ტირილისაჲ და ჟამი სიცილისაჲ, ჟამი ტყებისაჲ და ჟამი როკვისაჲ5. ჟამი არს დადებად ქვაჲ და ჟამი არს შეკრებად ქვისა, ჟამი არს გარემოცვისა და ჟამისა არს განშორებად მოცულისა მის
ეკლესიასტე თავი 3
4. ჟამი ტირილისაჲ და ჟამი სიცილისაჲ, ჟამი ტყებისაჲ და ჟამი როკვისაჲ

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„მე ვარ უფალი" — ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...ამ საგანთა საშუალო და სასარგებლო მდგომარეობას ჩამოთვლიდა, მათ შესახებ სიბრძნით მსჯელობდა და აჩვენებდა, რომ ეს თავისთავად კეთილი და ის ბოროტი კი არ არის, არამედ შესაფერის ჟამს კეთილად იქცევა, თუნდაც მძიმე ჩანდეს, ხოლო როცა შესაფერისი ჟამი არ აქვს, მაშინ არა. იგი ამბობდა: „ჟამი ტირილისაჲ და ჟამი სიცილისაჲ“ (); და ასევე: „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“ ()6. რადგან სიხარული ყველგან როდია კეთილი; არის შემთხვევა, როცა საზიანოცაა. არც დამწუხრებაა ყველგან კეთილი; არის შემთხვევა, როცა სასიკვდილო და დამღუპველიცაა. და ამისვე საჩვენებლად პავლეც ამბობდა: „ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ სინანულისა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმნს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს“ ().

5.

ხედავ, რომ ესეც შუალედურთაგან არის? მაშასადამე, მისი საპირისპიროც შუალედურთაგან არის - სიხარულს ვგულის...

სრულად ნახვა