პავლესი: "მცირედ რაჲ ანგელოზთა დაკლებულად" (2,7).
თარგმანი: ამისთჳს, რამეთუ სამი დღე დაყო ჯოჯოხეთს შინა.
პავლესი: და განათავისუფლნეს, რომელნი-იგი შიშითა სიკუდილისაჲთა მარადის ცხორებად თანამდებ იყვნეს კირთებასა (2,15).
თარგმანი: რამეთუ ვიდრემდის-იგი ნათლისღებაჲ არა მოცემულ იყო, ყოველნივე ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა თანამდებ იყვნეს მონებასა, რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: "მარადის ცხორებად", ესე იგი არს, ვითარმედ: ყოლადვე ცხორებასა მათსა.


