...და სწორედ საკვირველი და გაოცებით სავსე ის არის, რომ, მას შემდეგაც, რაც იგი ამგვარად შეამკო, თავისი დიდების საჩვენებლად არ მოვიდა, რათა სილამაზის სიჭარბით არ განეცვიფრებინა იგი და გონს არ აერია; არამედ მოვიდა იმ სამოსლით შემოსილი, როგორიც სძალს ჰქონდა, რადგან „ეზიარა ჴორცითა და სისხლითა“ () მის მსგავსად; მას ზემოთ კი არ უხმობს, არამედ თვითონ მიდის მასთან, აქაც სიძის იმ წესს იცავს, რომელიც სიძეს სძალთან მიჰყავს. ამასვე ამბობდა მოსეც: „ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა“ (). და პავლეც: „საიდუმლოჲ ესე დიდ არს; ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისა“ (). მაშ, როცა მის სადგომში მოვიდა და იგი ბინძური, გამოფიტული, შიშველი და სისხლით მოსვრილი იპოვა, განბანა, სცხო, გამოკვება და ისეთი სამოსლით შემოსა, რომლის მსგავსიც სხვაგან ვერ მოიძებნება. თავად გახდა მისი სამოსელი და, იგი რომ აიყვანა, ამგვარად აღამაღლებს....
ებრაელთა მიმართ 2:14
13. და მერმე იტყჳს: მე ვიყო მოსავ მისსა; და კუალად: აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან.14. რამეთუ ყრმათაცა ეზიარა ჴორცითა და სისხლითა, და თავადმან მსგავსად მოიღო მათივე, რაჲთა სიკუდილითა მით განაქარვოს, რომლისა-იგი ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ, ესე იგი არს ეშმაკი,15. და განათავისუფლნეს ესენი, რაოდენნი შიშითა სიკუდილისაჲთა სამარადისოდ ცხორებად თანა-მდებ იყვნეს კირთებისა.
ებრაელთა მიმართ თავი 2