თარგმანი: რამეთუ ვიდრემდის-იგი ნათლისღებაჲ არა მოცემულ იყო, ყოველნივე ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა თანამდებ იყვნეს მონებასა, რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: "მარადის ცხორებად", ესე იგი არს, ვითარმედ: ყოლადვე ცხორებასა მათსა.
ებრაელთა მიმართ 2:15
14. რამეთუ ყრმათაცა ეზიარა ჴორცითა და სისხლითა, და თავადმან მსგავსად მოიღო მათივე, რაჲთა სიკუდილითა მით განაქარვოს, რომლისა-იგი ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ, ესე იგი არს ეშმაკი,15. და განათავისუფლნეს ესენი, რაოდენნი შიშითა სიკუდილისაჲთა სამარადისოდ ცხორებად თანა-მდებ იყვნეს კირთებისა.16. რამეთუ არასადაჲთ ანგელოზთაჲთ იწყო, არამედ ნათესავისაგან აბრაჰამისა იწყო.
ებრაელთა მიმართ თავი 2