...და სწორედ საკვირველი და გაოცებით სავსე ის არის, რომ, მას შემდეგაც, რაც იგი ამგვარად შეამკო, თავისი დიდების საჩვენებლად არ მოვიდა, რათა სილამაზის სიჭარბით არ განეცვიფრებინა იგი და გონს არ აერია; არამედ მოვიდა იმ სამოსლით შემოსილი, როგორიც სძალს ჰქონდა, რადგან „ეზიარა ჴორცითა და სისხლითა“ () მის მსგავსად; მას ზემოთ კი არ უხმობს, არამედ თვითონ მიდის მასთან, აქაც სიძის იმ წესს იცავს, რომელიც სიძეს სძალთან მიჰყავს. ამასვე ამბობდა მოსეც: „ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა“ (). და პავლეც: „საიდუმლოჲ ესე დიდ არს; ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისა“ (). მაშ, როცა მის სადგომში მოვიდა და იგი ბინძური, გამოფიტული, შიშველი და სისხლით მოსვრილი იპოვა, განბანა, სცხო, გამოკვება და ისეთი სამოსლით შემოსა, რომლის მსგავსიც სხვაგან ვერ მოიძებნება. თავად გახდა მისი სამოსელი და, იგი რომ აიყვანა, ამგვარად აღამაღლებს....
ებრაელთა მიმართ 2:1
...და ცნეს ყოველთა, ვითარმედ არა უძლურებითა ბუნებისაჲთა მოკუდა უფალი, არამედ რაჲთა შემუსროს და განაქარვოს სიკუდილი და „რომელსა-იგი ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ“, ვითარცა მოციქული იტყჳს, „ესე იგი არს ეშმაკი, და განათავისუფლნეს იგინი, რომელნი შიშითა სიკუდილისაჲთა მარადის ცხორებად თანამდებ იყვნეს კირთებასა“.
მან თავადმან დაჰჴსნნა სალმობანი ჯოჯოხეთისნი, ვითარცა იტყჳს ესაია, ვითარმედ: „ჯოჯოხეთი ქუეშე შენსა განმწარდა შემთხუევასა შენსა“, მი-რაჲ-ხჳდოდე შენ; და აღდგომითა თჳსითა აღადგინნა დასაბამითგანნი მკუდარნი და ეშმაკი საკიცხელ და საცინელ ყო. რამეთუ ვითარცა ბზიკმან, სცის რაჲ კლდესა, კლდესა მას ვერაჲ ავნის, არამედ თჳსი იგი საწერტელი შემუსრის, ეგრეთვე სიკუდილი შეიმუსრა, მოუჴდა რაჲ კლდესა მას ცხორებისასა, რომელ არს ქრისტჱ, და საწერტელი თჳსი წარწყმიდა; ვიდრეღა რომელთა იგი პირველ აშინებდა, აწ ვეტყჳთ მას: „სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?“ და კუალად ვიტყჳთ: აჴოცა ღმერთმან ყოველივე ცრემლი პირისაგან ჩუენისა.
მაშინ შეიკრა მძლავრი იგი ბოროტი და მწარ...