მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 4:1

1. ვწამებ მე წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა, რომელმან განსაჯნეს ცხოველნი და მკუდარნი გამოჩინებისაებრ მისისა და სუფევისა მისისა.2. ქადაგე სიტყუაჲ, ზედა-ადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც ყოვლითა სულგრძელებითა და მოძღურებითა.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 4
1. ვწამებ მე წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა, რომელმან განსაჯნეს ცხოველნი და მკუდარნი გამოჩინებისაებრ მისისა და სუფევისა მისისა.
ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა, რაჲთა აწვე იყოს ღმრთისა იგი კაცი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ“ ().

1. საღმრთო წერილი და მოციქულის აღსასრულის ნუგეში

ყოველი მხრიდან მრავალი შეგონება და ნუგეში რომ მისცა, ბოლოს საღმრთო წერილთაგან მომდინარე ნუგეშსაც დასძენს, რომელიც უფრო სრულყოფილია; და სამართლიანადაც იძლევა ამდენ შეგონებას, რადგან დიდი და სამწუხარო რამ უნდა ეთქვა. რადგან თუ ელისემ, რომელიც მასწავლებელთან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იყო და მას სიკვდილის ჟამს მომაკვდავად ხედავდა, თავისი სამოსელი შემოიხია, რას ფიქრობ, რა დაემართებოდა მას, ვინც მასწავლებელს ასე უყვარდა და თვითონაც ასე უყვარდა მასწავლებელი, როდესაც ესმოდა, რომ მასწავლებელი კვდებოდა და რომ მისი სიკვდილისწინა ჟამითაც ვერ ისარგებლა, რაც ჩვეულებრივ ყველაზე მეტად ამწუხრებს? რადგან გარდასული დროისათვის ისეთ...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ტიმოთეს ნუგეში და შეურყეველი სარწმუნოება:

...ული, რაც წინა ეპისტოლეშიც გამოაჩინა. მაგრამ მას მხოლოდ წერილებით კი არ ანუგეშებს, არამედ თავისთანაც უხმობს: „ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე“ (), ამბობს, და: „მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები“ (). მეჩვენება კი, რომ ეს ეპისტოლე ბოლოს არის დაწერილი; რადგან, ამბობს: „რამეთუ მე აწ ესერა შევიწირვი“ (), და კვლავ: „პირველსა მას სიტყჳს-გებასა ჩემსა არავინ თანა-დამიდგა მე“ ().

ამ ყოველივეს ასწორებს რა, ნუგეშსაც საკუთარი განსაცდელებიდან იწყებს და ამბობს: „პავლე, მოციქული ქრისტე იესუჲსი ნებითა ღმრთისაჲთა, აღთქუმისა მისებრ ცხორებისა ქრისტე იესუჲს მიერ“ (). მაშინვე, შესავლიდანვე, აღამაღლა ტიმოთეს სული. ნუ მეუბნები აქაურ საფრთხეებზე, ამბობს; სწორედ ისინი გვიშობენ საუკუნო სიცოცხლეს, სადაც...

სრულად ნახვა
შესავალი 1 ტიმოთეს ეპისტოლისადმი
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ტიმოთეს სათნოება და მოძღვრად განწესება:

...ახლა მომხდარი სასწაულებიც ტიმოთეს კადნიერებას ცხადყოფს.

ხოლო თუ ვინმე გამოიკვლევს, რატომ სწერს მხოლოდ ტიტესა და ტიმოთეს, თუმცა სილაც ღირსეულთა შორის იყო და ლუკაც ასევე, — თვითონვე წერს და ამბობს. „ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა“ (); კლემენტეც ერთ-ერთი იყო პავლესთან მყოფთაგან, რადგან მის შესახებაც ამბობს: „კლემენტოსითურთ, და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა“ (); მაშ, რის გამო სწერს მხოლოდ ტიტესა და ტიმოთეს? იმიტომ, რომ ტიტესა და ტიმოთესთვის უკვე ეკლესიები ჰქონდა ჩაბარებული, დანარჩენებს კი ჯერ კიდევ თავისთან ატარებდა; თვით ტიტე და ტიმოთე კი გარკვეულ, ცნობილ ადგილებში განაწესა. რადგან ტიმოთეს სათნოება იმდენად გარდამეტებული იყო, რომ სიჭაბუკე მას არაფერში აბრკოლებდა. ამიტომაც წერს და ამბობს: „ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ“ (). და კვლავ, უმცროს ქალებზე, ამბობს: „ჭაბუკთა –ვითარცა დათა“ (...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. პავლეს მარტოობა და ტიმოთეს მოწოდება:

...სასრულამდე მისი ნახვა სწყუროდა და, შესაძლოა, მრავალი რამეც უნდა მიენდო; ამის გამო ამბობს: „ისწრაფე ზამთრისა წინა მოსლვად“ ().

„რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყუარა სოფელი ესე“ (). და არ ამბობს: „რათა ამ ცხოვრებიდან გასვლამდე გნახო“, რაც ყველაზე მეტად ამწუხრებდა, არამედ ამბობს: „რაკი მარტო ვარ, არავინ მყავს, ვინც შემეწეოდა“. „რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყუარა სოფელი ესე და წარვიდა თესალონიკედ“ (). ესე იგი, მოსვენება, საფრთხისგან თავისუფალი და უსაფრთხო ცხოვრება შეიყვარა და ამჯობინა, შინ განცხრომაში ყოფილიყო, ვიდრე ჩემთან ერთად ეშრომა და ჩემთან ერთად ეტვირთა ახლანდელი საფრთხეები. მხოლოდ ეს კაცი გაკიცხა, არა იმიტომ, რომ მისი შერცხვენა სურდა, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ განგვემტკიცებინა, რათა საფრთხეებსა და შრომებში არ მოვდუნდეთ; რადგან ეს არის: **„შეიყუარა სოფელი ესე“*...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მოძღვრისათვის ლოცვა და სიტყვის გავრცელება:

...). აქ, მგონია, საფრთხეებზე კი არ მიანიშნებს, არამედ მათზე, ვინც პავლეს სიტყვას ეწინააღმდეგება და აფერხებს, როგორც იყო ჰიმენეოსი, როგორც ალექსანდრე მჭედელი. რამეთუ, როგორც ამბობს, „რამეთუ ფრიად წინა-აღუდგა იგი ჩუენთა სიტყუათა." (); თითქოს ვინმე მამობრივ წილხვედრზე ამბობდეს, რომ ყველას როდი ერგება სამეფო კარზე მსახურება; ასევე ამბობს, რომ იმ ბოროტთაგან, რომელთაგანაც გათავისუფლება სურს, არიან ისეთები, ვისაც ურწმუნოება ერგო.

ამას რომ ამბობს, თან თესალონიკელებსაც ამხნევებს. მაშასადამე, დიდნი ყოფილან, თუკი ესოდენი კადნიერება აქვთ, რომ მოძღვარიც კი შეუძლიათ საფრთხეებისგან გაათავისუფლონ და ქადაგება გაუადვილონ. ამიტომ ჩვენც იმავეს გეუბნებით თქვენ. ნურავინ ჩაგვითვლის ამას უგუნურებად; ნურავინ თქვენგანი გადამეტებული თავმდაბლობით მოგვაკლებს ესოდენ დიდ დახმარებას. რამეთუ ამას იმავე განზრახვით არ ვამბობთ, რა განზრახვითაც პავლე ამბობდა: ის ამ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2016 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

„დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს მე თავის ზეციურ სასუფეველში“ ()

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა! - გუგუნებენ ეკლესიის ზარები,

ქრისტე აღდგა! - დღესასწაულობს ცა და ქვეყანა,

ქრისტე აღდგა! - სიხარულით ვღაღადებთ ჩვენც და არამიწიერი გრძნობით აღვსილნი ბოროტების ბატონობის დასრულებას ვზეიმობთ.

„სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?“ ().

დღეს ყველა ბედნიერია, - მდიდარი თუ ღარიბი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ჯანმრთელი თუ სნეული... ურწმუნო ადამიანიც კი სხვა გრძნობითაა განმსჭვალული.

  • რატომ არის ასეთი ყოვლისმომცველი ეს ზეიმი?

  • იმიტომ, რომ მაცხოვარმა აღდგომით ზეცის კარიბჭენი გახსნა ყველასთვის და ადამის მთელი მოდგმა ადამის ცოდვის გამომსყიდველს შეჰხარის.

  • მაგრამ რის ფასად მოგვენიჭა ეს ბედნიერება?

„შენთვ...

სრულად ნახვა
თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ბარნაბას უნდა, რაჲთამცა იოვანე თანა-წარიყვანა, რომელსა ერქუა მარკოზ. ხოლო პავლე ჰლოცვიდა, რაჲთა რომელი-იგი განეყენა მათ პამფჳლიაჲთ და არა შეუდგა მათ საქმესა მას, არა წარყვანებად იგი. იყო უკუე მკსინვარებაჲ მათ შორის ვიდრე განშორებადმდე მათდა ურთიერთას. ბარნაბა თანა-წარიყვანა მარკოზ და განვიდა ნავითა კჳპრედ. ხოლო პავლე გამოირჩია შილა და განვიდა და მიეცა მადლითა ღმრთისაჲთა ძმათაგან და მიმოვიდოდა ასურეთსა და კილიკიასა და განამტკიცებდა ეკლესიათა (15,37-41).:

...ეს. იხილე უკუე, ვითარმედ არცა თუ კუალი დაშთა მათ შორის ამის მკსინვარებისაჲ, რამეთუ ამისსა შემდგომად დიდთა ქებათა დასწერს ბარნაბაჲსთა პავლე ებისტოლეთა შინა თჳსთა, და რომელსა აწ არა წარიტანებს მარკოზს, ვითარცა სულმოკლესა და გამოუცდელსა, ამის შორიელისათჳს ტიმოთეს მიუწერს: "მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა" (), და მახლობელისა მიერ სხუათა მოიკითხავს, ვითარმედ: "გიკითხავს თქუენ არისტარხოს თანა-ტყუჱ ჩემი, და მარკოზ, ძმისწული ბარნაბაჲსი" (). ესრეთ უკუე ბარნაბა თჳსებითაცა ჴორციელითა მის თანა წარიტანა მარკოზ, და წიაღ-ჴდეს კჳპრედ. ხოლო პავლე გამოირჩია შილა, კაცი საკჳრველი, რომელსა სილოვანედცა სახელსდებს, თესალონიკელთა რაჲ მისწერდეს, და ესრეთ განვიდა და მიეცა მადლითა ღმრთისაჲთა ძმათაგან. ესე იგი არს, რამეთუ ილოცეს და შეჰვედრეს იგი ღმერთსა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ფრიად შემძლებელ იყო ლოცვაჲ ძმათაჲ სარგებელ ყოფად. ხოლო რაჲსათჳს არა ულოცეს ბარნაბასცა? — რამეთუ, ვითარ ვჰგონებ, პავლეს თანა მათცა სამძიმარ უჩნდა მისგან წარტანებაჲ მარკოზისი. ხოლო პავლე ფრჴივ ვიდოდა ჴმელით, რაჲთა სრბასა შინა ქადაგებისასა უმეტეს დააშუროს თავი თჳსი. ამისთჳს მიმოვიდოდა ასურეთსა, რამეთუ ასურეთი მრავალთა ნათესავთა ქუეყანისა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუგებთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მა-თითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ“ (7,6).:

...იდე იგი, არცა წინადაუდვეს მარგალიტი იგი მრავალსასყიდლისაჲ, რაჲთა არა დათრგუნოს.

ეგრეთ იყო ალექსანდრეცა, რომლისათჳს მიუწერს პავლე ტიმოთეს, ვითარმედ: „ალექსანდრე მჭედელმან მრავალი ბოროტი შემაჩუენა მე. მიაგოს უფალმან საქმეთა მისთაებრ. რომელსა შენცა ეკრძალე, რამეთუ ფრიად წინააღმიდგა იგი სიტყუათა ჩემთა“. და კუალად იტყჳს: „რომელ-თა ემოსოს ხატი ღმრთისმსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ, ამათ განეშორე“. და ტიტეს ეგრეთ მიუწერს, ვითარმედ: „ერესიოტსა კაცსა ერთითა და ორითა სწავლითა განეშორე“, რომელ არს მწვალებელი. არა თუ საიდუმლონი იგი ჩუენნი უძლურებისა სახე არიან და ვნებისა მიზეზ ექმნებიან, არამედ იგინი უგულისხმოებითა და უკეთურები-თა სავსე არიან. ამისთჳს ბრძანებს უფალი, რაჲთა ესევითართა მათ გამომცდელთა და უკეთურებითა სავსეთა არა ვაუწყებდეთ საიდუმლოთა ღმრთისათა, რამეთუ მათცა არა სარგებელ ეყოფის ურწმუნოებისა მათისათჳს და ბილწებისა და ჩუენცა მიზეზ უმეტესისა ბრძოლისა გუექმნების მათი იგი მეცნიერებაჲ.

ამისთჳსცა ჟამსა მას წმიდათა საიდუმლოთასა დაკრძალვასა კართასა ჴმობს დიაკონი. არა თუ წინამდებარეთა მათ საიდუმლოთა შინა არს რაჲმე ღირსი მალვის...

სრულად ნახვა