1.აჰა ესერა მესამედ მოვალ თქუენდა. პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცების ყოველი სიტყუაჲ.2.წინაწარ ვთქუ და აწცა წინაწარ ვიტყჳ, ვითარცა-იგი პირისპირ მეორედ მაშინ, და აწ შორით მივსწერ წინაწარ შეცოდებულთა მათდა და სხუათა ყოველთა: და რამეთუ უკუეთუ მოვიდე კუალად, არღარაჲ ვჰრიდო.3.ვინაჲთგან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე; რომელი-იგი თქუენდა მიმართ არა უძლურ არს, არამედ ძლიერ თქუენ შორის.4.რამეთუ დაღაცათუ ჯუარს-ეცუა უძლურებით, არამედ ცხოველ არს ძალითა ღმრთისაჲთა; და რამეთუ ჩუენცა უძლურ ვართ მისა მიმართ, არამედ ვცხონდეთ მის თანა ძალისაგან ღმრთისა თქუენითურთ.5.თავნი თჳსნი გამოიცადენით, უკუეთუ ხართ სარწმუნოებასა შინა. თავნი თჳსნი განიკითხენით. ანუ არა უწყნითა თავნი თჳსნი, რამეთუ იესუ ქრისტე თქუენ შორის არს? გარნა თუ გამოუცდელ რაჲმე ხართ.6.ხოლო ვესავ, ვითარმედ სცნათ, რამეთუ ჩუენ არა ვართ გამოუცდელ.7.ხოლო ვილოცავ ღმრთისა მიმართ, რაჲთა არარაჲ ბოროტი გიყოს თქუენ, რაჲთა არა ჩუენ გამოცდილად გამოვჩნდეთ; არამედ რაჲთა თქუენ კეთილი ჰქმნეთ, ხოლო ჩუენ ვითარცა გამოუცდელნი ვიყვნეთ.8.რამეთუ არა ჴელ-გუეწიფების ჭეშმარიტებისა ძჳრის სიტყუად, არამედ ჭეშმარიტებისა კერძო.9.რამეთუ გჳხარის, რაჟამს ჩუენ უძლურ ვიყვნეთ, ხოლო თქუენ ძლიერ იყვნეთ; რამეთუ ამასცა ვილოცავთ, თქუენსა დამტკიცებასა.10.და ამისთჳს ამას შორით მივსწერ, რაჲთა მი-რაჲ-ვიდე, არა თუალ-უხუავად ვიჴუმიო ჴელმწიფებისა მისებრ, რომელ მომცა მე უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად.11.ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ, განმტკიცენით, ნუგეშინის-ცემულ იქმნენით, ნუგეშინის-სცემდით, მასვე ზრახევდით, მშჳდობასა ჰყოფდით; და ღმერთი სიყუარულისა და მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა.12.მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა. გიკითხვენ თქუენ წმიდანი ყოველნი.13.მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ, და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა. ამინ.
მოციქულისაჲ: მე თავადი პავლე გლოცავ თქუენ სიმშჳდითა მით და სახიერებითა ქრისტესითა (10,1).
თარგმანი: დიდ არიან პატივნი მოციქულისანი, გესმოდის რაჲ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: "მე თჳთ პავლე" (ესე იგი არს მოციქული და მოძღუარი სოფლისაჲ), რამეთუ დაასრულა რაჲ ერისა მიმართ სიტყუაჲ მოწყალებისათჳს, ამიერ იწყებს სიტყუათა მხილებისათა, ცრუმოციქულთა და მაგინებელთა თჳსთა მიმართ, რამეთუ მოშიშ არს, ნუუკუე მისსა შეურაცხ-ყოფასა თანა შეურაცხ იქმნეს მის მიერ ქადაგებულიცა იგი სახარებაჲ ჭეშმარიტებისაჲ. ამისთჳს...
პავლესი: დაღაცათუ ჯუარ-ეცუა უძლურებით, არამედ ცხოველ არს ძალითა ღერთემბისაჲთა (13,4).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ ჯუარს-ეცუა ცოდვათა ჩუენთათჳს, რამეთუ უძლურებად ჩუენთა ცოდვათა იტყჳს, გარნა, ვითარცა ღმერთი ყოვლადძლიერი, ძალითა თჳსისა ღმრთეებისაჲთა სიკუდილსაცა შინა ცხოველად გამოჩნდა, რამეთუ წარმოტყუენა ჯოჯოხეთი, და აღდგა მესამესა დღესა.
მეორე ებისტოლე კორინთელთა ფილიპიაჲთ მიუწერა ტიტეს მიერ და ლუკაჲს და ბარნაბაჲსა.
...ხედავდნენ, რამდენადაც ეს მათთვის შესაძლებელი იყო. ხოლო პავლემ, რომელმაც მჯდომარე კი არ იხილა, არამედ თავად მასში ჰყავდა მეტყველი ქრისტე, იმის ნაცვლად, რომ ეთქვა: „ამას ამბობს უფალი“, ამბობდა: „ვინაჲთგან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე“ ()?და კვლავ: „პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი“ (), რითაც უჩვენებს, რომ არაფერს ამბობს საკუთარი თავისგან; რადგან მოციქული თავისი მომავლინებლის სიტყვებს წარმოთქვამს.და კვლავ: „ვჰგონებ, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს მე.“ ().მაშ, ყოველივე ამას იგი სულით წარმოთქვამდა, ხოლო ეს, რასაც ახლა ამბობს, ღმერთისგან სიტყვიერად მოისმინა; ისევე როგორც ის სიტყვა, რომელსაც ეფესელ ხუცესებთან საუბრისას ამბობდა: „ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს მოღებისა.“ (), ფარულად ჰქონდა მოსმენილი.მაშ, ვნახოთ, რას ამბობს იგი ახლა....
...ურის მიმართ სრულ უგულებელყოფას გამოავლენს. ყველაფერი ხილული ჩრდილსა და სიზმარს დაემსგავსება ასეთ ადამიანს; თითქოს უკვე ცაში ცხოვრობს, ამ ცხოვრებაში არაფრის სურვილი ექნება. ასეთი იყო პავლე, ქვეყნიერების მოძღვარი, რის გამოც ძახილით ამბობდა: ანუ „გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე" (). და კვლავ: „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (). და კვლავ: „რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ". ხედავ აქ კაცს, რომელიც სხეულითაა მოსილი, მაგრამ ყველაფერზე ისე ლაპარაკობს, თითქოს უსხეულო არსების ხვედრი რგებოდა?
4. სულიერი მსხვერპლი და ფხიზლად ყოფნა ეშმაკის წინააღმდეგ
მას მივბაძოთ ყველამ, მოვაკვდინოთ ხორცის სხეულის ნაწილები და ცოდვისთვის უმოქმედო გავხადოთ ისინი. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია ღვთისთვის სათნო მსხვერპლად წარვუდგინოთ ისინი. ხედავ რაღაც ახალსა და უჩვეულოს ამ მსხვერპლში? როცა სხეულის ნაწილები მკვდარნი ხდებიან, მაშინ ყველაზე მისაღებნი ხდებიან მსხვერპლისთვის. რატომ და რისთვის? იმიტომ, რომ ეს სულიერი მსხვერპლია და არაფერ გრძნობადს არ შეიცავს. გრძნობად მსხვერპლში არა მხოლოდ ყოველი მკვდარი იკრძალება, არამედ ცოცხალიც კი, რ...
2. სარწმუნოებისაგან განდგომა და სატანისათვის გადაცემა:
...პავლესაც აქვს ძალა, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „რაჲ გნებავს? კუერთხითა მოვიდე თქუენდა“ ()? და კვლავ: „რაჲთა არა ჩუენ გამოცდილად გამოვჩნდეთ; არამედ რაჲთა თქუენ კეთილი ჰქმნეთ“ (); და კვლავ: „ჴელმწიფებისა მისებრ, რომელ მომცა მე უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად“ ().მაშ, რატომ უხმობს სატანას სასჯელისთვის?რათა სიმძაფრესა და დასჯასთან ერთად შეურაცხყოფაც უფრო დიდი იყოს; უფრო სწორად კი, ურწმუნოებს თვითონ წვრთნიდნენ, ხოლო რწმენიდან გადახვეულებს სატანას გადასცემდნენ.
და რატომღა დასაჯა პეტრემ ანანია?რადგან ანანიაც ჯერ კიდევ ურწმუნო იყო და სულიწმინდას ცდიდა.ამიტომ, რათა ურწმუნოებს ესწავლათ, რომ ვერ დაიმალებოდნენ, მოციქულები თვითონვე სჯიდნენ მათ; ხოლო მათ, ვინც ეს უკვე ისწავლეს და შემდეგ გადაუხვიეს, სატანას გადასცემდნენ, რი...