მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 13:1

1. აჰა ესერა მესამედ მოვალ თქუენდა. პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცების ყოველი სიტყუაჲ.2. წინაწარ ვთქუ და აწცა წინაწარ ვიტყჳ, ვითარცა-იგი პირისპირ მეორედ მაშინ, და აწ შორით მივსწერ წინაწარ შეცოდებულთა მათდა და სხუათა ყოველთა: და რამეთუ უკუეთუ მოვიდე კუალად, არღარაჲ ვჰრიდო.
2 კორინთელთა მიმართ თავი 13
1. აჰა ესერა მესამედ მოვალ თქუენდა. პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცების ყოველი სიტყუაჲ.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აჰა ესერა მესამედ მოვალ თქუენდა. პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცების ყოველი სიტყუაჲ (13,1).:

თარგმანი: ორგზის მისრულ იყო და აწ მესამედ ეგულებოდა მისლვაჲ, რომლისათჳს შემოიღებს სიტყუასა საწამებელსა წიგნისაგან მეორისა შჯულისა და იტყჳს, ვითარმედ: ვითარცა-იგი მუნ განწესებულ არს, რაჲთა ორნი ანუ სამნი მოწამენი დაჰჴსნიდენ ყოველსა საეჭუსა და გამოსაძიებელსა სიტყუასა, ეგრეთვე მესამე ესე მოსლვაჲ ჩემი ჰყოფს დასასრულსა ყოვლისა დროებისა და სულგრძელებისასა, რომელ ვაჩუენე თქუენდა მიმართ, და მოაწევს პატიჟსა კადრებათა და უწესოებათასა მოქმედთა ზედა უწესოებისათა.

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სარწმუნოებისაგან განდგომა და სატანისათვის გადაცემა:

...1 კორ 4:21)? და კვლავ: „რაჲთა არა ჩუენ გამოცდილად გამოვჩნდეთ; არამედ რაჲთა თქუენ კეთილი ჰქმნეთ“ (); და კვლავ: „ჴელმწიფებისა მისებრ, რომელ მომცა მე უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად“ (). მაშ, რატომ უხმობს სატანას სასჯელისთვის? რათა სიმძაფრესა და დასჯასთან ერთად შეურაცხყოფაც უფრო დიდი იყოს; უფრო სწორად კი, ურწმუნოებს თვითონ წვრთნიდნენ, ხოლო რწმენიდან გადახვეულებს სატანას გადასცემდნენ.

და რატომღა დასაჯა პეტრემ ანანია? რადგან ანანიაც ჯერ კიდევ ურწმუნო იყო და სულიწმინდას ცდიდა. ამიტომ, რათა ურწმუნოებს ესწავლათ, რომ ვერ დაიმალებოდნენ, თვითონვე სჯიდნენ მათ; ხოლო მათ, ვინც ეს უკვე ისწავლეს და შემდეგ გადაუხვიეს, სატანას გადასცემდნენ, რითაც აჩვენებდნენ, რომ გადახვეულები საკუთარი ძალით კი არა, მოციქულთა დაცვით იყვნენ შეკავებულნი; და გადაეცემოდა ყველა, ვინც უგუნურებამდე მივიდა....

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1982 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
წმიდა სინოდის წევრებს - ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა, მოძღვართა და დიაკონთა, პატიოსან ბერ-მონოზონთა და ყოველთა საქართველოს ქრისტეს მიერ საყვარელ საპატრიარქოს შვილთა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ:

...დანო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ.

ძმანო, გიხაროდენ, განმტკიცენით, ნუგეშინის-ცემულ იქმნენით, ნუგეშინის სცემდით, მასვე ზრახევდით, მშჳდობასა ჰყოფდით; და ღმერთი სიყუარულისაჲ და მშვიდობისაჲ იყავნ თქუენ თანა().

წყალობითა ღმრთისაჲთა დადგა ეს კურთხეული დღე ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა, როდესაც ჩვენი გულები სავსეა სრულყოფილი სიყვარულითა და ზემიწიერი სიხარულით, როდესაც ძლევის გალობას შეჰღაღადებს ცა და ქვეყანა აღდგომილ მაცხოვარს. აღვსილი ღვთაებრივი სიყვარულითა და სიხარულით გულითადად გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს:

ქრისტე აღდგა!

მარადიული და განუზომელია ეს სიტყვები. ქრისტეს აღდგომა არა მარტო სახარებისეული ისტორიის, არამედ ქრისტიანული ეკლესიის ცხოვრების უდიადესი მოვლენაა, იგი სახეა ჩვენი აღდგომისა, წინაუწყებაა ეკლესიის აღდგომისა, რომელიც ქრისტეს სხეულს წარმოადგვნს.

წმ. ათანასე დიდის მოძღვრებით, „უფალმა ცხოვნების უმთავრეს მიზნად სცნო გამოეცხადებინა აღდგომა თავისი სხეულისა, რათა ამით ეჩვენებინა ნიშანი სიკვდილზე გამარჯვებისა და დაერწმუნებინა ყოველნი, რომ დახსნილ არს ხრწნილება და მომადლებულ არს უხრწნელობა“ (სწავლანი, წ.1, გვ.219).

ადამიან...

სრულად ნახვა