მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 6:2

1. რაოდენნი-იგი არიან უღელსა ქუეშე მონებისასა, თჳსნი იგი უფალნი ყოვლისავე პატივისა ღირსად შეჰრაცხნედ, რაჲთა არა სახელი ღმრთისაჲ და მოძღურებაჲ ესე იგემოს.2. რომელთა მორწმუნენი ესხნენ უფალნი, ნუ შეურაცხ-ჰყოფედ, რამეთუ ძმანი არიან; არამედ უფროჲსად ჰმონებდედ, რამეთუ მორწმუნენი არიან და საყუარელნი და ქველის საქმესა შემწენი. ამას ასწავებდ და ნუგეშინის-სცემდ.3. უკუეთუ ვინმე სხუასა მოძღურებდეს და არა მოვიდეს სიცოცხლისა მათ მოძღურებათა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა და ღმრთის მსახურებისა ამის მოძღურებასა ზედა,
1 ტიმოთეს მიმართ თავი 6
2. რომელთა მორწმუნენი ესხნენ უფალნი, ნუ შეურაცხ-ჰყოფედ, რამეთუ ძმანი არიან; არამედ უფროჲსად ჰმონებდედ, რამეთუ მორწმუნენი არიან და საყუარელნი და ქველის საქმესა შემწენი. ამას ასწავებდ და ნუგეშინის-სცემდ.
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 16
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაჲთა-ესე დაიმარხო თჳნიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით. ჴელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხჳსა ცოდვათა; თავი შენი წმიდად დაიმარხე. ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს.“ ().

1. მოძღვრის მიუკერძოებლობა და ხელდასხმის სიფრთხილე

ეპისკოპოსებზე, დიაკონებზე, კაცებზე, ქალებზე, ქვრივებზე, ხუცესებზე და ყოველივე დანარჩენზე საუბრისა და იმის ჩვენების შემდეგ, თუ რამდენზე ვრცელდება ეპისკოპოსის უფლებამოსილება, განკითხვაზე საუბრისას დასძინა: „ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაჲთა-ესე დაიმარხო თჳნიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით“ (). და ამის შემდეგ საშინელი სიმძაფრით ამცნებს; რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ტიმოთე საყვარელი შვილი იყო, ამის თქმა არ მოჰრიდებია. <span...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 17
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ამას ასწავებდ და ნუგეშინის-სცემდ. უკუეთუ ვინმე სხუასა მოძღურებდეს და არა მოვიდეს სიცოცხლისა მათ მოძღურებათა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა და ღმრთის მსახურებისა ამის მოძღურებასა ზედა, განლაღებულ არს, არარაჲ იცის. არამედ სნეულ არს ძიებისათჳს და სიტყუათა ლალვისათა, რომლისაგან იქმნებიან შურნი, ჴდომანი, გმობანი, იჭუნი ბოროტნი, გულის წყრომანი, განხრწნილთა კაცთა გონებაჲ და ნაკლულევანთაჲ ჭეშმარიტებისაგან, რომელნი ჰგონებენ, ვითარმედ სარეწავ არს ღმრთის მსახურებაჲ. განეშორე ესევითართა მათგან. ხოლო ნანდჳლვე არს სარეწავ დიდ ღმრთის მსახურებაჲ უნაკლულოებით. რამეთუ არარაჲ შემოვიღეთ სოფლად; ჩანს, რამეთუ არცა განღებად რას ჴელ-გუეწიფების.“ ().

1. სიტყვათა დავა და ღმრთისმოსაობის ნამდვილი სარგებელი

მოძღვარს მხოლოდ ხელმწიფება კი არ სჭირდება, არამედ დიდი ნაზი მოპყრობაც; ისევე, როგორც მხოლოდ ნაზი მოპყრობა არ კმარა, არამედ ხელმწიფებაც საჭიროა. და ყოველივე ამას ნეტარი პავლე ასწავლის: ხან ამბობს, „ამცნებდ ამას და ასწავებდ“ (<span...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1985 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ღეთივკურთხეულნო და ღვთისსაყვარელნო ივერნო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა::

...თ მუდამ ახსოვთ მოციქულის სიტყვები: „ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა“(). ამიტომაც გულმოდგინედ ცდილობენ შეუდგნენ „სიმართლესა, ღმრთის მსახურებასა, სარწმუნოებასა, სიყვარულსა, მოთმინებასა, სიმშჳდესა“ (), რათა აღასრულონ წმ. პავლეს დარიგება: „მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისაჲ“().

როცა მეორე სიცოცხლეზე საუბრობს უფალი, ასე გვაფრთხილებს: „...იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას“().

გადის თვეები, წლები... დიდთა და მცირეთ, ჩინებულთა და უჩინოთა, ბოროტთა და კეთილთ - ყველას დაუდგება მიწიერ ყოფასთან განშორების დღე. გარდაცვალება სინამდვილეში ხელახალი შობაა სხვა სამყაროში. ბედნიერი ხარ, თუ ეს სიტყვები შენც შეგეხება: „ნეტარ არს გზა ეგე, რომელსა წარმართებულ ხარ დღეს, სულო, რამეთუ ადგილი განსასვენებელი მოგელის შენ“ (კურთხევანი).

მტკივნეულია ახლობელთან განშორება, მაგრამ ცრემლებისა და მწუხარების მიღმა უნდა დავინახოთ ნათელი დაუღამებელი, რომლითაც მოცულია განსვენებულის სულ...

სრულად ნახვა
საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. ნოეს წინასწარმეტყველური კურთხევანი (9:26-27):

...ევე მონობაც ახლა მხოლოდ სახელია: მონა ის არის, ვინც ცოდვას ჩადის. ხოლო, რომ ქრისტემ, დედამიწაზე მოსულმა, ესეც (მონობა) გააუქმა და მხოლოდ სახელი დატოვა, ან, უფრო ზუსტად, სახელიც კი გააუქმა, ამის შესახებ მოისმინე პავლე, რომელიც ამბობს: «რომელთა მორწმუნენი ესხნენ უფალნი, ნუ შეურაცხ-ჰყოფედ, რამეთუ ძმანი არიან» (). ხედავ, სათნოებამ როგორც კი გამოჩნდა, ძმურ ნათესაობაში მოიყვანა ისინი, რომლებიც მანამდე მონობის სახელწოდებით იყვნენ შეკრულნი. «და იქმენინ ქანან», ნათქვამია, «მონა». შენ არ ისარგებლე, ამბობს, სათანადოდ პატივით, ვერ აიტანე ბედნიერება — ძმებთან ღირსებით თანასწორი ყოფნა — ამიტომ მინდა, დამორჩილებით შეიგონო. იგივე მოხდა დასაწყისშიც ცოლთან. მასაც თანასწორი პატივი ჰქონდა ქმართან, მაგრამ, რადგან მინიჭებული პატივით კარგად ვერ ისარგებლა, ხელმწიფებაც წაერთვა და მოისმინა: «და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ» (). ვერ შეძელ, ამბობს, ხელმწიფების კარგად გამოყენება, ასე რომ ისწავლე კარგად დამორჩილება, ვიდრე ცუდად მართვა. ასევე ქამიც ახლა, თავისი შეგონებისთვის ისჯება და თავის შვილში იტანს სასჯელს, რათა შენთვის ცნობილი იყოს, რომ თუმცა თავად უკვე მოხუცი იყო,...

სრულად ნახვა