მოციქულისაჲ: დაემორჩილენით უკუე ყოველსავე კაცობრივსა დაბადებულსა უფლისათჳს; გინა თუ მეფესა, რამეთუ ყოველთა ზედა არს; გინა თუ მთავართა, ვითარცა მის მიერ მოვლინებულთა შურისმეძიებელად ბოროტის მოქმედთათჳს, ხოლო მაქებელად კეთილის მოქმედთათჳს. რამეთუ ესრეთ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილის მოქმედთათჳს — დადუმებად უგუნურთა კაცთა უმეცრებასა (2,13-15).
თარგმანი: კაცობრივად დაბადებულად აწინდელსა ამას ადგილსა მეფეთაგან დადგინებულთა მთავართა იტყჳს, რომელთა მორჩილებაჲ თანა-გუაც ბრძანებითა უფლისაჲთა, რომელი-იგი...



