თარგმანი: დაუმტკიცებს, ვითარმედ ვერცა ერთი ჭირთა გინა განსაცდელთა შემთხუევაჲ დააბრკოლებს კეთილისაგან სულსა მჴნესა და ღმრთის მოყუარესა. უფროჲსღა ნივთ უმეტესთა სასყიდელთა ღმრთისა მიერთა ექმნების შემთხუევაჲ ვისგანმე ძჳრთა და მწუხარებათაჲ, რამეთუ რომელი თჳთ არა ივნოს კაცმან სულსა თჳსსა შინა-განცემითა გულის-სიტყჳსაჲთა, ვერვინ გარეშეთაგანი შეუძლებს ვნებად მისსა.
1 პეტრე 3:13
12. რამეთუ თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა, ხოლო პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა.13. და ვინ-მე არს ბოროტის მყოფელ თქუენდა, უკუეთუ თქუენ კეთილის მობაძავ იქმნენით?14. და დაღაცათუ გევნებოდის სიმართლისათჳს, ნეტარ ხარ, ხოლო შიშისა მის მათისაგან ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით.
1 პეტრე თავი 3