მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 3:15

14. და დაღაცათუ გევნებოდის სიმართლისათჳს, ნეტარ ხარ, ხოლო შიშისა მის მათისაგან ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით.15. არამედ უფალი ღმერთი წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა; განმზადებულ იყვენით მარადის სიტყჳს მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთჳს, სიმშჳდით და შიშით.16. გონებაჲ გაქუნდინ კეთილი, რაჲთა, რომელნი-იგი ძჳრსა იტყოდიან თქუენთჳს, ვითარცა ძჳრის მოქმედთათჳს, ჰრცხუენოდის, რომელნი-იგი ჰმძლავრობდენ თქუენსა მას კეთილსა ქრისტეს მიერ სლვასა.
1 პეტრე თავი 3
15. არამედ უფალი ღმერთი წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა; განმზადებულ იყვენით მარადის სიტყჳს მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთჳს, სიმშჳდით და შიშით.
თავი დ̂. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა და ძმათ-მოყუარებისა და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და დაღაცათუ გევნებოდის სიმართლისათჳს, ნეტარ ხართ. ხოლო შიშისა მათისაგან ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით. არამედ უფალი ღმერთი წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა (3,14-15).:

თარგმანი: ორივე ესე დიდად კმა არს მიზეზ-ყოფად მოთმინებისა, რაჟამს ნეტარებაჲ დავიმკჳდროთ ჭირთა მიერ. ხოლო მაჭირვებელთა შიშისაგან არა გუეშინოდის ესაიაჲს მიერითა ბრძანებითა, რამეთუ სიტყჳსაებრ მაცხოვრისა ჴორცთა ხოლო მოკლვად და არა სულისაცა რასმე ვნებად ჴელ-ეწიფების, არამედ შენ წმიდა-ყოფაჲ რაჲ უფლისა ღმრთისაჲ გესმეს, ნუ ჰგონებ, ვითარმედ იგი რასმე მიიღებს შემატებასა, რომელი უნაკლულო არს და სრულ ყოველსა შინა. ამისთჳს არცა განდიდნების, რაჟამს განვადიდებდეთ მას, არამედ განდიდებაჲცა და წმიდა-ყოფაჲ მისი გულთა შინა ჩუენთა იქმნების. ესე იგი არს, ვითარმედ ჩუენდავე მოიქცევის, რამეთუ ჩუენ წმიდა და დიდებულ ვიქმნებით მისგან მეტყუელებითა სიწმიდეთა და დიდებულებათა მისთაჲთა.

საუბარი 4. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყაროჲ შორის წყალთა" (დაბ 1:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ებრაული ენა და ცის სახელწოდების განმარტება (1:8):

...აიმახსოვროთ ეს, რათა შეძლოთ პირის დახშობა მათთვის, ვისაც ეკლესიის საწინააღმდეგო სწავლების შემოტანა სურს, და, რომ ზუსტად იცოდეთ საღვთო წერილის სიტყვათა აზრი. ამისთვის ხშირად იკრიბებით აქ, და ჩვენ მუდმივად გასწავლით, რათა „განმზადებულ იყვენით მარადის სიტყჳს მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა" (). მაგრამ, თუ გნებავთ, მომდევნოს მივუბრუნდეთ. „და უწოდა", – ამბობს წერილი, – „ღმერთმან სამყაროსა ცაჲ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ". ნახე, ამ სიტყვებში რა შეწყნარებაა ადამიანის სისუსტისადმი. როგორც ნათლის შესახებ თქვა: „და იხილა, რამეთუ კეთილ", ასევე ახლაც ცის, ანუ სამყაროს შესახებ ამბობს: „და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ", ამით გვიჩვენებს მის მიუბაძავ სილამაზეს. ვინ არ განცვიფრდება და არ აღტაცდება იმით, რომ იგი ესოდენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებს აყვავებულ სილამაზეს, და რაც მეტი დრო გადის, მით მეტად იმატებს მისი მშვენიერება? რა შეიძლება იყოს უფრო მშვენიერი, ვიდრე ის, რაც თავად შემოქმედისგან შექებას დაიმსახურა? თუ ადამიანის მიერ შესრულებულ სრულყოფილ ნაწარმოებს რომ განვიხილავთ, გვიკვირს მისი სახე, მდგომარეობა, სილამაზე, თანაზომიერება, შეწყობილება და ყველაფერი დანარჩენი, მაშინ ვინ შეძლებს ღირსეულად შ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იზ ვითარმედ ჯერ-არს, რაჲთა სიტყუანი სარწმუნოებისანი კეთილად ვიცნოდით:

...ად დაუწერია, რაჲთამცა ესრეთ განვიფრთხვეთ. რამეთუ მათ უკუეთუ ესრეთ ისწრაფეს ჩუენთვის ბოროტისა თქუმად, ჩუენ რასა ღირს ვართ, რაჟამს სიტყუათაცა მათთა ვერ წინააღუდგებოდით? არა გესმისა მოციქულისაჲ, რასა იტყჳს, ვითარმედ: „მზა იყვენით სიტყჳს-მიგებად ყოველთა, რომელნი ეძიებდენ თქუენგან სიტყუასა სასოებისათჳს თქუენისა“? და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „სიტყუაჲ ქრისტესი დამკჳდრებულ იყავნ მდიდრად თქუენ შორის“. არამედ რასა იტყჳან უგუნურნი, ვითარმედ: წერილ არს, ვითარმედ: „სული წრფელი კურთხეულ არს“, და „რომელი ვიდოდის სიწრფოებით, ვალს იგი სასოებით“? რამეთუ ესე არს ყოველთა ბოროტთა მიზეზი, რომელ წამებასაცა წერილთასა არა კეთილსა ზედა იჴმარებენ მრავალნი, რამეთუ არა თუ უსწავლელთა და უგუნურთა აკურთხევს წერილი, არამედ მას, რომლისა თანა უკეთურებაჲ არა იყოს. თუ არა, უკუეთუმცა ესრეთ იყო, ვითარ იგინი იტყჳან, ამაო იყომცა სიტყუაჲ იგი, რომელი იტყჳს: „იყვენით ბრძენ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“. ხოლო ჩუენ, რომელთა არცა ერთი რაჲ კეთილი წარგჳმართებ...

სრულად ნახვა