მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 3:14

13. და ვინ-მე არს ბოროტის მყოფელ თქუენდა, უკუეთუ თქუენ კეთილის მობაძავ იქმნენით?14. და დაღაცათუ გევნებოდის სიმართლისათჳს, ნეტარ ხარ, ხოლო შიშისა მის მათისაგან ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით.15. არამედ უფალი ღმერთი წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა; განმზადებულ იყვენით მარადის სიტყჳს მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთჳს, სიმშჳდით და შიშით.
1 პეტრე თავი 3
14. და დაღაცათუ გევნებოდის სიმართლისათჳს, ნეტარ ხარ, ხოლო შიშისა მის მათისაგან ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით.
თავი დ̂. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა და ძმათ-მოყუარებისა და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და დაღაცათუ გევნებოდის სიმართლისათჳს, ნეტარ ხართ. ხოლო შიშისა მათისაგან ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით. არამედ უფალი ღმერთი წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა (3,14-15).:

თარგმანი: ორივე ესე დიდად კმა არს მიზეზ-ყოფად მოთმინებისა, რაჟამს ნეტარებაჲ დავიმკჳდროთ ჭირთა მიერ. ხოლო მაჭირვებელთა შიშისაგან არა გუეშინოდის ესაიაჲს მიერითა ბრძანებითა, რამეთუ სიტყჳსაებრ მაცხოვრისა ჴორცთა ხოლო მოკლვად და არა სულისაცა რასმე ვნებად ჴელ-ეწიფების, არამედ შენ წმიდა-ყოფაჲ რაჲ უფლისა ღმრთისაჲ გესმეს, ნუ ჰგონებ, ვითარმედ იგი რასმე მიიღებს შემატებასა, რომელი უნაკლულო არს და სრულ ყოველსა შინა. ამისთჳს არცა განდიდნების, რაჟამს განვადიდებდეთ მას, არამედ განდიდებაჲცა და წმიდა-ყოფაჲ მისი გულთა შინა ჩუენთა იქმნების. ესე იგი არს, ვითარმედ ჩუენდავე მოიქცევის, რამეთუ ჩუენ წმიდა და დიდებულ ვიქმნებით მისგან მეტყუელებითა სიწმიდეთა და დიდებულებათა მისთაჲთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის