მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:27

26. მე უკუე აწ ესრეთ ვრბი, ვითარცა არა უჩინოდ; ესრეთ ვიჭირვი, ვითარცა არა ჰაერსა ვსცემ.27. არამედ აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
27. არამედ აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო (9,27).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ვაჭირვებ ჴორცთა, ესე იგი არს, არა უტევებ მუცელსა აღვსებად, არამედ ვაჭირვებ მას და შევაიწრებ, რაჲთა არა კრთოდის გულისთქუმათა მიმართ. და ესრეთ მორჩილ ჩემდა ვჰყოფ საღმრთოთა საქმეთა მიმართ, რამეთუ არა კმა არს ჩემდა ქადაგებაჲ ესე ოდენ, უკუეთუ არა თავითცა ჩემით დავსძინო მას მოღუაწებაჲ რაჲმე, რაჲთა არა სიტყჳთ, არამედ საქმით გამოცდილებით და თჳთ სახის ჩუენებით მოძღუარ ვიყო ყოველთა.

ამას რაჲ იტყოდა მოციქული, ამხილებდა მათ ნაყროვნებასა, რომელნი არარაჲსა სხჳსა, არამედ ნაყროვნებისაგან ძლეულნი ჭამდეს ნაზორევსა. ამას თანა დაუმტკიცებს, ვითარმედ, ვითარ-ესე ჩემდა ქადაგებაჲ ოდენ, ეგრეთვე არცა თქუენდა სარწმუნოებაჲ ოდენ კმა არს, უკუეთუ არა დაიმონნეთ ჴორცნიცა.

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. ცოდვილი მოძღვრის მხილება და სასჯელი:

...). „რომელი შჯულითა იქადი, გარდასლვითა მაგით შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ?“ (). ამიტომ საკუთარ თავზეც ამბობდა, რომ ეშინოდა: „ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო.“ () ამით იგი ამხობდა მათ ამპარტავნებას, ვინც სიტყვის სწავლებას დიდ რამედ მიიჩნევს, თვითონ კი სათნოებისგან დაცარიელებულია.

ამ სიტყვას იგი სხვაგვარადაც იყენებს, როცა იუდეველებს მიმართავს და ამბობს: „რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ, და ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდეს; ამათ რამეთუ შჯულ არა აქუს, თავისა თჳსისათჳს შჯულ არიან:“ (). და კვლავ: „რამეთუ არა მსმენელნი შჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ.“ (). წინასწარმეტყველიც ამბობს: „და მეცნავთა სჯულისა ჩემისათა არა მიცნეს მე.“ (). და კვლავ: **„ამაოჲსა...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 16
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მოძღვრის მიუკერძოებლობა და ხელდასხმის სიფრთხილე:

...). და ამის შემდეგ საშინელი სიმძაფრით ამცნებს; რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ტიმოთე საყვარელი შვილი იყო, ამის თქმა არ მოჰრიდებია. რადგან მან, ვინც საკუთარ თავზე არ შერცხვა ეთქვა: „ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო“ (), მით უფრო ტიმოთეს შესახებ არც მოერიდებოდა და არც შერცხვებოდა. მაგრამ მამასა და ძეს სამართლიანად იღებს მოწმებად; ხოლო რჩეულ ანგელოზებს რის გამო? დიდი შემწყნარებლობის გამო; რადგან მოსეც ასე ამბობს: „მოწამეს-ვჰყოფ დღეს ცასა და ქუეყანასა“ (), მეუფის დიდი შემწყნარებლობის გამო; და კვლავ: „ისმინეთ ბორცუთა მსჯავრი უფლისაჲ და ღელეთა საფუძველთა ქუეყანისათა“ (). მამასა და ძეს კი ნათქვამის მოწმეებად უხმობს, რათა მომავალ დღეს, თუ რამე ჯეროვანის საწინააღმდეგოდ მოხდება, მათ წინაშე თავის გამართლება შეეძლოს, როგორც მას, ვინც თავისი მხრივ მთელი პასუხისმგებლობა თავიდან მოიხსნა. ამბობს: **„რაჲთა-ესე და...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის არჩევანი და მოძღვრის კეთილი ბრძოლა:

...საკუთარი თავის მოძღვარი უნდა იყოს. როგორც მხედართმთავარი, თუ ჯერ საუკეთესო მხედარი არ არის, მხედართმთავარიც ვერასოდეს იქნება, ასევეა ისიც, ვინც ასწავლის. ამას სხვაგანაც ამბობს: „ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო“ (). ამბობს: „და გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და კეთილი გონებაჲ“ (), რათა ასე წინამძღვრობდე სხვებს. ამას რომ ვისმენთ, ნუ უგულებელვყოფთ უფროსთა შეგონებებს, თუნდაც მოძღვრები ვიყოთ. რადგან თუ ტიმოთე, რომელსაც ჩვენ ყველანი ვერ შევედრებით, მცნებებს იღებს და სწავლასაც იღებს, თანაც მაშინ, როცა მოძღვრის დასშია, მით უმეტეს ჩვენ.

ამბობს: „რომელი-იგი ვიეთმე განიშორეს და სარწმუნოებისაგან განცჳვეს“ (). მართებულადაც. რადგან როცა ცხოვრების წესი განწირულია, ასეთივე მოძღვრებაც იბადება; და შეიძლება იხილო მრავალი, ვინც ამის გამ...

სრულად ნახვა
საუბარი 22. „და იყო ნოე წელისა ხუთასისაჲ" (დაბ 5:32, 6:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. ამაო დიდების ამაოება და საუკუნო სამსჯავრო:

...დიდი და მაღალი კაცი, თითქოს ფრთებზე მთელი ქვეყნიერება რომ მოიფრინა, ხორციელ საჭიროებებს რომ აღემატა და გამოუთქმელი სიტყვების მოსმენის ღირსი გახდა, რომელიც მანამდე არავის არ ესმოდა, თავის ეპისტოლეში ამბობდა: „არამედ აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო" (), — თუ ის, ასეთი მადლის ღირსქმნილი, ასეთი მრავალი და მაღალი ღვაწლის შემდეგ, საჭიროდ მიიჩნევდა ხორცის დამშვიდებასა და დამონებას, სულის ხელისუფლების ქვეშ მოქცევასა და მისი მბატონობისადმი დამორჩილებას (ხომ იმას აშოშმინებენ, რაც აჯანყებულია და იმას ამონებენ, რაც უღელს იგდებს), მაშინ რას ვიტყვით ჩვენ, არანაირი სიკეთე რომ არ გვაქვს, მძიმე ცოდვებით რომ ვართ დატვირთულნი და ამავე დროს დიდ უზრუნველობას რომ ვეძლევით? განა ამ ბრძოლაში ზავი არის? განა თავდასხმის განსაზღვრული დრო არსებობს? ყოველთვის უნდა ვიფხიზლოთ და ვუთვალთვალოთ და არასოდეს ვიგრძნოთ თავი უსაფრთხოდ, რადგან დათქმული არ არის, როდის დაგვესხმებიან მტერი და მოწინააღმდეგე. ამრიგად, მუდამ ვიფიქროთ, მუდამ ვიზრუნოთ ჩვენს ცხონებაზე, რათა ამგვარად შევძლოთ როგორც დაუმარცხებელნი ვიყოთ, ისე მტრის მზაკვრობათაგან თავი ავარიდოთ და ღვთისგან მოწყალება მივიღოთ — ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა...

სრულად ნახვა