საყვარელნო ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! მე განვიზრახე დღეს თქვენთან მოლაპარაკება იმაზედ, თუ რაი არს სულიერი თაყვანის-ცემა ღვთისა და როგორ უნდა ემსახურებოდეს კაცი ღმერთსა სულითა თვისითა; გარნა ვინაითგან საგანი ესე ფრიად ღრმა და ცნობა მისი მეტად საჭირო და სასარგებლო ჩვენთვის, მივიქცეთ ლოცვითა და ვედრებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისადმი, რათა შეგვეწიოს და მოგვანიჭოს იგი.
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო! დღეს ჩვენ ყოველნი შეკრებულ-ვართ წმიდასა ამას სახლსა შენსა, შენდამი შევრდომილნი,...







