...ებენ, ვისზეც სასოებდი და ვისაც ენდობოდი. ამისთვისვე იკიცხება ისრაელიც, რადგან ფულსა და ცხენებზე იყო დანდობილი. ამიტომაც წინასწარმეტყველი ურჩევდა მათ, საპირისპირო სიტყვებით მოელმობიერებინათ ღმერთი და ეთქვათ: „ცხენებზე აღარ ავმხედრდებით“ (). ღმერთი პატივს გცემს, შენ კი საკუთარ თავს შეურაცხყოფ? ღმერთი პატივს გცემს და თავისგან თანადგომას გპირდება, შენ კი ადამიანურ სასოებებს მიმართავ და უსულო ნივთიერებას — ფულს — შენი ხსნის სასოებას ანდობ? რადგან იგი მხოლოდ შენს ხსნას კი არ ეძიებს, არამედ იმასაც, რომ ეს პატივით აღასრულოს. ძლიერ უყვარხარ და ამიტომ, ყოველივესგან განგაშორებს, თავის თავს გალურსმავს; ყოველივეს ჩამოგაჭრის და თავისკენ მიგიყვანს, თითქოს თავისი მოქმედებით ამას ამბობდეს: „ჩემში იქონიე სასოება და მე მომაპყარი ყურადღება მარადის“.
„უფალი არს მწე ჩემდა, მე ვიხილნე მტერნი ჩემნი.“ (). ხედა...