მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ოსესი 14:3

2. მოიქეც, ისრაჱლ, უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა მით, რამეთუ მოუძლურდი უსამართლოებათა მიერ შენთა.3. მიიხუენით თავთა თქუენთა თანა სიტყუანი, და მოიქეცით უფლისა მიმართ, არქუთ მას: ძალ-გიც მიტევებად ცოდვათა, რამეთუ არა მიიღოთ სიცრუე, და მოიღოთ კეთილი, და მივაგოთ ნაყოფი ბაგეთა ჩუენთა და განშუენდენ კეთილითა გულნი თქუენნი.4. ასურ ვერ მიჴსნეს ჩუენ, ცხენთა არა ავსხდეთ, არღარა ვთქუათ: ღმერთნი ჩვენნი ქმნილნი ჴელთაგან კაცთაჲსა, რომელი არს შენ შორის, ობოლი შეიწყალოს,
წინასწარმეტყველება ოსესი თავი 14
3. მიიხუენით თავთა თქუენთა თანა სიტყუანი, და მოიქეცით უფლისა მიმართ, არქუთ მას: ძალ-გიც მიტევებად ცოდვათა, რამეთუ არა მიიღოთ სიცრუე, და მოიღოთ კეთილი, და მივაგოთ ნაყოფი ბაგეთა ჩუენთა და განშუენდენ კეთილითა გულნი თქუენნი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 117-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ჭირში ლოცვა და ღვთის სასოება:

...ებენ, ვისზეც სასოებდი და ვისაც ენდობოდი. ამისთვისვე იკიცხება ისრაელიც, რადგან ფულსა და ცხენებზე იყო დანდობილი. ამიტომაც წინასწარმეტყველი ურჩევდა მათ, საპირისპირო სიტყვებით მოელმობიერებინათ ღმერთი და ეთქვათ: „ცხენებზე აღარ ავმხედრდებით“ (). ღმერთი პატივს გცემს, შენ კი საკუთარ თავს შეურაცხყოფ? ღმერთი პატივს გცემს და თავისგან თანადგომას გპირდება, შენ კი ადამიანურ სასოებებს მიმართავ და უსულო ნივთიერებას — ფულს — შენი ხსნის სასოებას ანდობ? რადგან იგი მხოლოდ შენს ხსნას კი არ ეძიებს, არამედ იმასაც, რომ ეს პატივით აღასრულოს. ძლიერ უყვარხარ და ამიტომ, ყოველივესგან განგაშორებს, თავის თავს გალურსმავს; ყოველივეს ჩამოგაჭრის და თავისკენ მიგიყვანს, თითქოს თავისი მოქმედებით ამას ამბობდეს: „ჩემში იქონიე სასოება და მე მომაპყარი ყურადღება მარადის“.

„უფალი არს მწე ჩემდა, მე ვიხილნე მტერნი ჩემნი.“ (). ხედა...

სრულად ნახვა